ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტრაქტორი

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი არ ჩქარობს უიმბლდონის შემდეგ აღებული პაუზის დასრულებას და ამერიკული ტურნირებისთვის მზადების დაწყებას.

ჯოკო სეზონის რთული ნაწილის შემდეგ დასვენებას აგრძელებს და ორი დღის წინ უჩვეულო ამპლუაში მოსინჯა თავი.

"სოფლის კეთილმა მცხოვრებმა ამიხსნა, როგორ უნდა მემართა ტრაქტორი. აღფრთოვანებული დავრჩი. ბავშვობიდან არ ვმჯდარვარ ტრაქტორზე, ამიტომაც ძველი დროის მოგონებებმა კარგ ხასიათზე დამაყენა", - დაწერა თავის "ფეისბუქზე" ჯოკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ შემდეგი ტურნირი, რომელშიც სერბი ჩოგბურთელი მონაწილეობას მიიღებს, კანადური მონრეალის მასტერსია. ის სტარტს 5 აგვისტოს აიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ახალი კლასიკა: ენდი მარეი VS ნოვაკ ჯოკოვიჩი
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ ეს რა ჯიგარია რა..
giorg
06:15 16-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული