გასული კალენდარული წლის განმავლობაში, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მოიგო "დიდი სლემის" ორი ტურნირი (აშშ-ის ღია პირველობა და როლან გაროსი), ოლიმპიური თამაშები და WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი. ბუნებრივია, ESPN-მა ამერიკელს ქალებს შორის საუკეთესო ჩოგბურთელის პრიზიც გადასცა. სერენა მესამედ დასახელდა საუკეთესო ქალ სპორტსმენად და მეექვსედ - საუკეთესო ჩოგბურთელად. უმცროსი უილიამსი არ ესწრებოდა ცერემონიას იმის გამო, რომ შვედეთის ბაშტადში გამოდის WTA-ის ტურნირზე.
მამაკაცებს შორის მეორედ გამოცხადდა საუკეთესო ჩოგბურთელად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
კაცებს შორის საუკეთესო სპორტსმენი ზედიზედ მეორედ გახდა კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, ხოლო მისი გუნდი "მაიამი ჰიტი" წლის კლუბად გამოცხადდა. გარდა ამისა, მოლოდინისამებრ, ლებრონი მესამედ აღიარეს NBA-ის საუკეთესო კალათბურთელად.
საუკეთესო საერთაშორისო სპორტსმენის ტიტული მიიღო იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა. კარიერაში მეხუთედ გახდა NHL-ის საუკეთესო მოთამაშე "პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი სიდნი კროსბი, ხოლო MLS-ის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი გამოარჩიეს, რომელიც "ნიუ იორკ რედ ბულსში" თამაშობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მოგებაზე გაბრაზებული სერენა