ფედერერი 25 ივლისს მეორე წრიდან ჩაება ტურნირში. მისი მეტოქე იყო გერმანელი დანიელ ბრანდსი, რომელსაც როჯერი გასულ კვირას, ჰამბურგშიც დაუპირისპირდა და სამ სეტში გაჭირვებით გაიმარჯვა. როგორც ჩანს, მსოფლიოს 55-ე ჩოგანმა გაითვალისწინა გერმანული ტურნირის შეცდომები და ძალიან იოლად მოუგო ლეგენდას: 66 წუთში ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 6:3, 6:4.
ბრანდსი განსაკუთრებით კარგად მოქმედებდა საკუთარ მოწოდებაზე. მან 11 ეისი ჩააწოდა, ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და
მოკლედ, ფედერერის კრიზისი სახეზეა. შეგახსენებთ, რომ უიმბლდონსა და ჰამბურგის ტურნირზე მან წააგო იმ ჩოგბურთელებთან, რომლებიც იმ მომენტისთვის რეიტინგის საუკეთესო ასეულის მიღმა იმყოფებოდნენ – სერგეი სტახოვსკისთან და ფედერიკო დელბონისთან. ახლა კი შვეიცარიელმა წააგო მოთამაშესთან, რომელსაც აქამდე მხოლოდ სამჯერ ჰყავდა დამარცხებული ტოპ-ათეულის წევრი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
როჯერ ფედერერს ტურნირის ორგანიზატორებმა ძროხა აჩუქეს