ჩოგბურთელმა ასეთი გადაწყვეტილება ბარძაყის ტრავმის გამო მიიღო. შარაპოვას თქმით, ის იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ვერ შეძლებს კანადაში თამაშს, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი აშშ-ის ღია პირველობისთვის მზადების ციკლში. "მოუთმენლად ველოდი გამოჯანმრთელებას და კანადელი გულშემატკივრების წინაშე თამაშს, მაგრამ, სამწუხაროდ, აღდგენა ვერ მოვასწარი", - განაცხადა ჩოგბურთელმა.
კანადური ტურნირის 2009 წლის ფინალისტს უიმბლდონის შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ შეჯიბრში. შეგახსენებთ,
ასე რომ, აშშ-ის ღია პირველობამდე პრაქტიკის მისაღებად, შარაპოვას მხოლოდ ორი ტურნირი რჩება - ნიუ ჰევენი და ცინცინატი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: მარია შარაპოვა "პორშეს" არეკლამებს