ფოტო-NEWS: მარია შარაპოვა "პორშეს" არეკლამებს

AutoSharing Option
რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ "ტვიტერზე" თავის მიკრობლოგში დაწერა კომპანია "პორშეს" სარეკლამო გადაღებებზე, რომლებშიც თავად იღებდა მონაწილეობას.

"ეს არის ფოტო "პორშეს" ახალი სარეკლამო რგოლიდან", - მიაწერა სურათს მარიამ, რომელიც გერმანული მარკის ერთ-ერთი სახე გახლავთ.

ნა ლი და დურანტი გაერთიანდნენ
ჩინელმა ჩოგბურთელმა ნა ლიმ და ამერიკელმა კალათბურთელმა კევინ დურანტმა მონაწილეობა მიიღეს შანხაიში ყოველწლიური სპორტული ტურნირის - Nike Summer Nights-ის გახსნის ცერემონიაში.

Nike Summer Nights ითვალისწინებს ტურნირების სერიებს ჩოგბურთში, კალათბურთში, ფეხბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში. შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებენ ჩინელი ახალგაზრდები და ეს აქცია
ემსახურება ცხოვრების სპორტული წესის პოპულარიზაციას.

ნა ლი და დურანტი ერთობლივ ფოტოსესიაში გამოჩნდნენ, ჩაატარეს საჩოგბურთო და საკალათბურთო მასტერ-კლასები და ავტოგრაფები დაურიგეს გულშემატკივრებს.

Sportall.Ge

ბარტოლი "მარსელთან" ვარჯიშობს
ქალებს შორის უიმბლდონის ახალმა ჩემპიონმა მარიონ ბარტოლიმ ვარჯიში ჩაატარა საფეხბურთო კლუბ "მარსელთან" ერთად.

"მე ბავშვობიდან "მარსელის" დიდი გულშემატკივარი ვარ", - განაცხადა ჩოგბურთელმა.
მარიონმა მთელი დღე გუნდთან ერთად გაატარა საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ კრანს-მონტანაში მიმდინარეობს.

Sportall.Ge

როჯერ ფედერერი - პირველი მოგება ახალი ჩოგნით
მსოფლიოს მეხუთე ნომერმა როჯერ ფედერერმა შეცვალა ჩოგნის მოდელი, რომელსაც მომავალ ტურნირებზე გამოიყენებს.

კომპანია Wilson-ის მიერ წარმოდგენილ ახალ მოდელს, რომელიც ლეგენდარული შვეიცარიელისთვის არის განკუთვნილი, 98 კვადრატული დუიმის მოცულობის "თავი" გააჩნია, რაც რვა დუიმით დიდია წინა მოდელზე.

"ძალიან იოლად შევეჩვიე ახალი მოდელს, მის ძალასა და სიმძლავრეს", - განაცხადა ფედერერმა tennis.com-თან კომენტარში.

სწორედ ამ ახალი ჩოგნით ჩაატარა 17 ივლისს თავისი პირველი შეხვედრა როჯერმა. ის მეორე წრიდან ჩაება გერმანიის ღია პირველობაში, რომელსაც ქალაქი ჰამბურგი მასპინძლობს.

შვეიცარიელის პირველი მეტოქე იყო 26 წლის გერმანელი დანიელ ბრანდსი, რომელსაც ამ მატჩში ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და აქედან ერთი გამოიყენა. და სწორედ ამ ბრეიკის წყალობით მან მოულოდნელად პირველი სეტი მოიგო - 6:3. ანალოგიური სცენარით წარიმართა და იგივე ანგარიშით დასრულდა მეორე პარტია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბრეიკი ფედერერმა გააკეთა. გადამწყვეტ სეტში შვეიცარიელმა განავრცო თავისი უპირატესობა, ამჯერად ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და საათსა და 25 წუთში გაიმარჯვა - 3:6, 6:3, 6:2.

მერვედფინალში როჯერი ჩეხ იან ჰაიეკს შეხვდება.

Sportall.Ge

კათოლიკებმა აგნიეშკა მოიძულეს
პოლონეთში ახალგაზრდულმა კათოლიკურმა ორგანიზაცია Krucjata Mlodych-მა თავისი რიგებიდან დაითხოვა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ქალებს შორის აგნიეშკა რადვანსკა. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სპორტსმენის მონაწილეობა ჟურნალ ESPN Body Issue-ის ფოტოსესიაში.

ტრადიციის თანახმად, ამგვარი ფოტოსესია ითვალისწინების ცნობილ სპორტსმენთა შიშველი ფოტოების გადაღებას. რადვანსკას საქციელმა პოლონური საზოგადოების კონსერვატულ წრეებში აღშფოთება გამოიწვია.

ESPN-ის ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ Krucjata Mlodych რადვანსკას მოქმედებას "ამორალურ საქციელად" აფასებს.

Sportall.Ge

ენდის რაინდობა არ ეკუთვნის
მამაკაცებს შორის უიმბლდონზე ენდი მარეის გამარჯვების შემდეგ ბრიტანეთში დღის წესრიგში დადგა ჩოგბურთელისთვის რაინდის წოდების მინიჭების საკითხი. ინიციატივა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან, დევიდ კემერონისგან მოდის.

მიუხედავად ამისა, ბრიტანული გამოცემა Mirror-ის მიერ ორგანიზებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 55 პროცენტი მარეისთვის "სერის" ტიტულის მინიჭების წინააღმდეგია. ამასთან, შოტლანდიელ ჩოგბურთელს მხარი დაუჭირა თანამემამულეთა მხოლოდ 26-მა პროცენტმა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: ენდი მარეის ფასი იზრდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული