ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა: ენდი მარეი კარგია, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი - ცუდები

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის მამამ - სრდან ჯოკოვიჩმა სერბულ გამოცემა Kurir-თვის მიცემულ ინტერვიუში მოყვა თავისი ვაჟის ურთიერთობებზე თანამედროვე ჩოგბურთის ე. წ. "დიდი ოთხეულის" სხვა წევრებთან.

უფროსი ჯოკოვიჩის აზრით, არც როჯერ ფედერერი და არც რაფაელ ნადალი არ უნდა მივიჩნიოთ ღირსეული ქცევის მაგალითებად.

"ფედერერი, შესაძლოა, მართლაც არის ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე, მაგრამ, როგორც ადამიანი, აბსოლუტურად საპირისპიროა. მან უბრალოდ იერიში მიიტანა ნოვაკზე ჟენევაში, დევისის მატჩის დროს. ის ჩემი ვაჟის სახით კონკურენტსა და მემკვიდრეს ხედავდა და ცდილობდა ნოვაკის დისკრედიტირებას", - ამბობს სრდანი.

ჩოგბურთელის
მამა აღნიშნავს, რომ ნოვაკსა და რაფაელ ნადალს შორის ურთიერთობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ესპანელმა მოუხშირა ჯოკოვიჩთან წაგებას. "ნადალი მისი საუკეთესო მეგობარი იყო იქამდე, სანამ მატჩებს იგებდა. როცა ყველაფერი შეიცვალა, მეგობრობაც დასრულდა", - აცხადებს უფროსი ჯოკოვიჩი.

ამასთან, სრდან ჯოკოვიჩი მხოლოდ დადებითად ლაპარაკობს 2013 წლის უიმბლდონის გამარჯვებულზე ენდი მარეიზე:

"მარეისთან მიმართებაში ყველაფერი სხვანაირადაა. ისინი ფაქტობრივად ერთად იზრდებოდნენ. ენდი ნოვაკზე ერთი კვირით უფროსია. ერთი და იმავე ტურნირებზე მოგზაურობდნენ, ფეხბურთს თამაშობდნენ და ერთად გადავიდნენ პროფესიონალებში. არასოდეს მიგრძვნია შური მარეის ოჯახისადმი. ერთხელ, რომის ტურნირზე, ენდის დედამ საკუთარი ვაჟის მარცხის შემდეგ, ნოვაკის გასახდელში შეიხედა და ჩემს ვაჟს, მის გუნდსა და ოჯახს გამარჯვება მიულოცა.

ენდი - სპორტსმენის ნამდვილი მაგალითია, რომელიც წაგებებისგან სწორ დასკვნებს აკეთებს. რა თქმა უნდა, ის და ნოვაკი მეგობრები ვერ იქნებიან, რადგან ერთმანეთს დიდ ტურნირებზე უპირისპირდებიან. მაგრამ ისინი უფრო დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს, ვიდრე სხვა მეტოქეები. დარწმუნებული ვარ, კარიერის დასრულების შემდეგ, ენდი და ნოვაკი კარგი მეგობრები გახდებიან"
.

აქვე დავამატებთ, რომ მომდევნო ტურნირი, რომელშიც "დიდი ოთხეული" ერთად შეიკრიბება, ტორონტოს მასტერსია, რომელიც 5 აგვისტოს აიღებს სტარტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტრაქტორი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული