რეიტინგები: მესამე რაფაელ ნადალი და პირველი კანადელი

AutoSharing Option
მონრეალის მასტერსის შემდეგ, ATP-ის რეიტინგში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ტურნირის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა დაიბრუნა მესამე ადგილი კლასიფიკაციაში. ესპანელმა 7860 ქულა დააგროვა და გაუსწრო თანამემამულე დავიდ ფერერს.

ფინალში რაონიჩის დამარცხების შემდეგ, ნადალმა კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გადასვლის პერსპექტივაზე ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ამ წლის ბოლომდე რაფაელს არც ერთ ტურნირზე არ აქვს დასაცავი ქულები, რაც პირველობის შანსს ზრდის.

"ვგრძნობ, რომ უპირატესობა მაქვს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ფავორიტი მიწოდოთ. დარჩა კიდევ სამი მასტერსი და "დიდი სლემის" ერთი
ტურნირი. ეს შეჯიბრებები იმ საფარზე ჩაივლის, რომელიც უფრო ნოვაკ ჯოკოვიჩს აწყობს, ვიდე მე. არ მგონია, პირველი გავხდე, თუ სეზონის ბოლომდე 10 ათას ქულაზე ნაკლებს დავაგროვებ. ახლა, 8 ათასი ქულა მაქვს, კიდევ 2 ათასზე მეტი მჭირდება. ეს ძალიან რთულია, მაგრამ შევეცდები"
, - განაცხადა ნადალმა.

მონრეალის მასტერსზე ფინალში გასვლამ ისტორიაში შეიყვანა მილოშ რაონიჩი. ის პირველი კანადელია, ვინც ATP-ის რეიტინგის საუკეთესო ათეულში შეაღწია.

ATP
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 11 400
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 8 610
3(4). რაფაელ ნადალი (ესპ) 7 860
4(3). დავიდ ფერერი (ესპ) 7 130
5(5). როჯერ ფედერერი (შვეიც) 5 515
6(6). ტომას ბერდიხი (ჩეხ) 4 865
7(7). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 4 740
8(8). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 3 470
9(10). სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 2 925
10(13). მილოშ რაონიჩი (კან) 2 645
11(9). რიშარ გასკე (საფ) 2 625
12(11). კეი ნიშიკორი (იაპ) 2 485
13(12). ტომი ჰაასი (გერ) 2 140
17(18). იერჟი იანოვიჩი (პოლ) 2 119
15(14). ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 2 100
16(16). ფაბიო ფონინი (იტა) 2 050
17(17). ჟილ სიმონი (საფ) 2 030
18(15). მარინ ჩირიჩი (ხორ) 1 985
19(21). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 1 740
20(19). იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 1 650

ATP. ფულადი მონაგარი
1. რაფაელ ნადალი (ესპ) 6 265 069
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 5 885 857
3. ენდი მიურეი (ბრიტ) 5 017 966
4. დავიდ ფერერი (ესპ) 2 807 640
5. ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 2 170 301
6. ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 1 714 643
7. როჯერ ფედერერი (შვეიც) 1 687 081
8. ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 1 438 064
9. სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 1 279 188
10. ბობ ბრაიანი (აშშ) 1 216 958
10. მაიკ ბრაიანი (აშშ) 1 216 958
12. რიშარ გასკე (საფ) 1 193 238
13. ტომი ჰაასი (გერ) 1 184 387
14. იერჟი იანოვიჩი (პოლ) 1 179 303
15. ფაბიო ფონინი (იტა) 1 161 309
16. ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 1 124 296
17. კეი ნიშიკორი (იაპ) 983 989
18. მილოშ რაონიჩი (კან) 978 061
19. ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 895 976
20. კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 860 827

სერენა უილიამსი უფრო წინ წავიდა
ტორონტოს ტურნირის შემდეგ, ქალთა რეიტინგში ნაკლები ცვლილება მოხდა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ის, რომ სერენა უილიამსმა გაზარდა უპირატესობა თავის კონკურენტებზე და უკვე სამი ათას ქულაზე მეტს უგებს მეორე ადგილზე მყოფ ვიქტორია აზარენკას.

TOP10-ში ერთი ცვლილება მოხდა. ჩეხი პეტრა კვიტოვა მეშვიდედან მეცხრე ადგილამდე დაეშვა და ამით, მარიონ ბარტოლი და ანჟელიკ კერბერი მეშვიდე და მერვე პოზიციებზე გადავიდნენ.

რაც შეეხება TOP20-ში მომხდარ გადაადგილებებს, ადგილები გაცვალეს სერბმა ჩოგბურთელებმა - ანა ივანოვიჩმა და ელენა იანკოვიჩმა, სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ კი კარლა სუარეს ნავაროს გაასწრო.

WTA
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 11 920
2(2). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 8 805
3(3). მარია შარაპოვა (რუს) 8 765
4(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 6 335
5(5). ნა ლი (ჩინ) 5 330
6(6). სარა ერანი (იტა) 5 125
7(8). მარიონ ბარტოლი (საფ) 4 365
8(9). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 915
9(7). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 3 710
10(10). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 3 465
11(11). სამანტა სტოსური (ავსტრა) 3 310
12(12). რობერტა ვინჩი (იტა) 3 120
13(13). კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 2 961
14(15). ანა ივანოვიჩი (სერ) 2 940
15(14). ელენა იანკოვიჩი (სერ) 2 930
16(16). მარია კირილენკო (რუს) 2 870
17(17). სლოან სტივენსი (აშშ) 2 865
18(18). საბინ ლისიცკი (გერ) 2 556
19(20). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) 2 400
20(19) . კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 2 375

WTA. ფულადი მონაგარი
1. სერენა უილიამსი (აშშ) 5 252 086
2. ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 3 842 327
3. მარია შარაპოვა (რუს) 3 532 022
4. მარიონ ბარტოლი (საფ) 2 877 932
5. სარა ერანი (იტა) 2 076 379
6. ნა ლი (ჩინ) 2 047 956
7. აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 1 875 585
8. საბინ ლისიცკი (გერ) 1 572 362
9. რობერტა ვინჩი (იტა) 1 378 028
10. პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 1 277 283
11. სლოუნ სტივენსი (აშშ) 1 159 308
12. ეკატერინა მაკაროვა (რუს) 1 065 512
13. კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 1 053 132
14. კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 1 047 387
15. ელენა იანკოვიჩი (სერ) 964 304
16. ელენა ვესნინა (რუს) 950 733
17. ანჟელიკ კერბერი (გერ) 857 288
18. მარია კირილენკო (რუს) 838 539
19. სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 739 702
20. ანა ივანოვიჩი (სერ) 723 690

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერენა უილიამსი სულ სხვა განზომილებაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული