მარია შარაპოვა სათამაშოდ მზად არის, მაგრამ...

AutoSharing Option
ცინცინატის ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება მსოფლიოს მესამე ჩოგანი, რუსი მარია შარაპოვა. მისი მეტოქე ამერიკელი სლოუნ სტივენსი იქნება. როგორც იცით, რუსმა ტრავმის გამო ტორონტოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირი გამოტოვა. სტივენსთან მატჩის წინ, მარიამ თავის ფიზიკურ მდგომარეობაზე ილაპარაკა.

"ახლა უკვე წესრიგში ვარ. არ მინდოდა კორტზე დაბრუნება იქამდე, სანამ ასი პროცენტით არ აღვიდგენდი კონდიციებს. მიმაჩნია, რომ უკეთესია მეტი დრო დახარჯო მკურნალობასა და აღდგენით პროცესზე და ბოლომდე იყო დარწმუნებული საკუთარ ჯანმრთელობაში. რა თქმა უნდა, ტურნირების გამოტოვება სასიამოვნო არ არის, მაგრამ ასეთებიც ხდება. არ ვთამაშობ იმ
დროს, როცა ბოლომდე მომზადებული არ ვარ. ასეთი აზროვნება ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის.

ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, არც ერთი შეხვედრა არ ჩამიტარებია, ასე რომ, მომავალ ტურნირზე თამაში გამიჭირდება. შეიძლება რამდენიმე რთული შეხვედრის ჩატარება მომწიოს ან ბევრი შეცდომა დამიგროვდეს. მაგრამ, მთავარი მიზანი ამერიკის ღია პირველობაა და აქ ამ ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ჩამოვედი",
- აღნიშნა შარაპოვამ.

გარდა ამისა, 26 წლის ჩოგბურთელმა მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს თანამშრომლობა თავის ახალ მწვრთნელთან, ამერიკელ ჯიმი კონორსთან.

"რამდენიმე წლის წინ, მე უკვე ვიმუშავე ჯიმისთან სამი-ოთხი კვირის განმავლობაში და მან ბევრი საინტერესო რამ მასწავლა, ძირითადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. მას ჩემთვის რაიმე სპეციფიკური არ უსწავლებია, მაგრამ მომეწონა კონორსთან მუშაობა. ჩემთვის ახლოა მისი ფილოსოფია - დაუღალავი მუშაობა. ის ამას ყოველ ვარჯიშზე უსვამს ხაზს. ჩემი კარიერის ამ ეტაპზე მისი გამოცდილება და შრომითი ეთიკა შეუფასებელია.

ვიქნები თუ არა კორტზე უფრო შემართული მისი წყალობით? არ ვიცი. ამის დეფიციტი არასოდეს მქონია",
- განაცხადა მარიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: მარია შარაპოვამ ფოტოსესიისთვის მოიცალა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული