მარია შარაპოვა გვარს იცვლის და შუგარპოვა ხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა მარია შარაპოვამ ფლორიდის შტატის უმაღლეს სასამართლოს მიმართა გვარის შეცვლის თხოვნით, - წერს გაზეთი "თაიმსი".

რუსი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობაზე ასეთი სახელითა და გვარით აპირებს გამოსვლას: მარია შუგარპოვა.

შეგახსენებთ, რომ შუგარპოვა - შარაპოვას მიერ შექმნილი კანფეტების ბრენდის სახელწოდებაა.

გეგმის მიხედვით, აშშ-ის ღია პირველობაზე, რომელიც 26 აგვისტოს აიღებს სტარტს, რუსი ჩოგბურთელი საკუთარი ბრენდის სიმბოლიკით დამშვენებული ფორმით ითამაშებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფლორიდის უმაღლესი სასამართლო გვარის შეცვლის ნებართვას გასცემს, შარაპოვას ტურნირის ორგანიზატორთა სპეციალური ნებართვა დასჭირდება "შუგარპოვათი" გამოსასვლელად. აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის
ღია პირველობის დასრულების შემდეგ რუსი ძველ გვარს დაიბრუნებს.

* * *
რუსთან დაკავშირებული კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ მარია მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ჩოგბურთელი თვენახევრიანი თანამშრომლობის შემდეგ დაშორდა ამერიკელ ჯიმი კონორსს.

როგორც Tennis.com იტყობინება, ჯერჯერობით უცნობია, მოძებნის თუ არა უახლოეს 4-5 დღეში შარაპოვა ახალ მწვრთნელს.

ჟურნალისტები ორ კანდიდატურას ასახელებენ: ერთია შარაპოვას მუდმივი სპარინგ-პარტნიორი ვლადიმერ ვოლჩკოვი, აგრეთვე შვედი სპეციალისტების დუეტი მაგნუს ნორმანისა და მიკაელ ტილსტრიომის შემადგენლობით. ისინი ამჟამად მარიას ბოიფრენდის - გრიგორ დიმიტროვის მწვრთნელები არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მარია შარაპოვა მარია შუგარპოვა ხდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული