"დიდი სლემის" ტურნირებზე ყოველთვის დიდ ზეწოლას ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტიტულს ვიცავ. სულაც არ მიმაჩნია საკუთარი თავი დაუმარცხებელ ჩოგბურთელად. როგორც კი ასეთი აზრი გაგიჩნდება, წაგება გარდაუვალია.
"დიდი სლემის" ჩეპიონატამდე ერთი კვირით ადრე ჩვეულებრივზე მეტად დაძაბული ვარ. თან უფრო კონცენტრირებული ვხდები როგორც კორტზე, ასევე ცხოვრებაში.
ალბათ, დღეს საუკეთესო ჩოგბურთს ვთამაშობ კარიერაში და ამისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. კორტზე ყოველი მომენტი
გარდა ამისა, 31 წლის ჩოგბურთელი ჰყვება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს არტურ ეშის სახელობის კორტზე თამაში, რომელიც 22 500 მაყურებელს იტევს.
"ხანდახან გეშინია, როცა საკუთარ სახლში ჩოგბურთის დიდ მოედანზე თამაშობ, მაგრამ ეს განსაკუთრებული გრძნობაა - იყო ამერიკელი ასეთ ადგილას.
ამჟამად არ მსურს საკუთარი კარიერის შეფასება. ამას ჩოგბურთიდან წასვლის შემდეგ გავაკეთებ. მე ჯერ კიდევ მინდა თამაში. თუ ამაზე ფიქრს დავიწყებ, შესაძლოა, ასეთი აზრიც გაჩნდეს: "მე ჯერ კიდევ კორტზე ვარ? ხომ შემიძლია შინ ვიყო და ჩემს ძაღლებთან ვითამაშო?!" მინდა მაშინ წავიდე ჩოგბურთიდან, როცა მწვერვალზე ან მის ახლოს ვიქნები. როდის მოხდება ეს? არ ვიცი.
ვინუსი მეუბნება, რომ 40 წლამდე სურს თამაში. ამაზე პასუხად ვუთხარი, რომ ის შეიშალა. მაგრამ, როცა 21 წლის ვიყავი, ვამბობდი, რომ 30 წლისთვის დამთავრებული მექნებოდა თამაში.
მოკლედ, ახლა ვამბობ, რომ 40 წლამდე არ ვითამაშებ. ვნახოთ, რა მოხდება", - ასეთ პირობას იძლევა სერენა უილიამსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"