"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს

AutoSharing Option
ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა Sportskeeda-სთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ კორტზე მალე დაბრუნდეს.

სერენას თქმით, ის კვლავ ძალიან ბევრს ვარჯიშობს.

"კარიერა არ დამისრულებია, შანსი, რომ ჩოგბურთში დავბრუნდე, ძალიან მაღალია. თუ სახლში მესტუმრებით, შეამჩნევთ, რომ ჩოგბურთის მოედანი მაქვს, ვარჯიშს ვაგრძელებ" - განაცხადა უილიამსმა.

სერენამ უკანასკნელად ამერიკის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც მესამე წრეში აილა ტომლიანოვიჩთან დამარცხდა.

ამერიკელმა კარიერა 1995 წელს დაიწყო, ჯამში 1014 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 858-ში გაიმარჯვა, მოიგო 73 ტიტული, აქედან 23 დიდი სლემის (7 ავსტრალია, 3 როლან გაროსი, 7
უიმბლდონი და 6 ამერიკის ღია პირველობა). ამასთან ერთად, ამერიკელმა ჩოგბურთელმა ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება 4 სხვადასხვა ოლიმპიადაზე მოახერხა - სიდნეიში (2000), პეკინსა (2008) და ლონდონში (2012) უილიამსმა წყვილთა თანრიგში იმარჯვა, იმავე 2012 წელს კი ერთა შორის ლაურეატიც გახდა და ორი სინჯის მედალს დაეუფლა.

altსერენა უილიამსის ისტერიკა - ჯერ ფედერერს გამოეხმაურა, მერე პოსტი წაშალა

altსერენა უილიამსი: მკერდის გამო ნაკლებ ფულს არ უნდა ვიღებდე

altსერენა უილიამსი: თანასწორობისთვის ბრძოლას მხოლოდ მაშინ შევწყვეტ, როცა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული