აშშ-ის ღია პირველობა: ნადალი პირველი გახდება, თუ...

AutoSharing Option
წლევანდელ სეზონში რაფაელ ნადალის არნახულმა პროგრესმა ესპანელს რეიტინგში პირველი ადგილის დაკავების რეალური შანსი მისცა.

ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვარიანტები, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს ამჟამინდელ მეორე ჩოგანს ამერიკის ღია პირველობის შემდეგ შეუძლია კლასიფიკაციაში პირველი ადგილის დაკავება.

1. ნადალს რეიტინგში პირველ ადგილს ფინალში გასვლა მოუტანს, თუ კლასიფიკაციის ამჟამინდელი ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეოთხედფინალამდე ვერ მიაღწევს.

2. თუ ნადალი მოიგებს ამერიკის ღია პირველობას, მაშინ მას რეიტინგში პირველობისთვის ჯოკოვიჩის ნახევარფინალში წაგებაც ეყოფა.

ასე რომ, თუ ესპანელს პირველობა სურს, მან მინიმუმ ფინალამდე უნდა მიაღწიოს, დანარჩენი კი ჯოკოვიჩის
გამოსვლაზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მე ნადალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მგონი მარეი გახდება ჩემპიონი. თან ორი წელია ერთმანეთში არ უთამაშიათ!!საინტერესოა დაველოდოთ...
giorgi
16:15 27-08-2013
0
ნადალის პროგრესის მიზეზია, დოპინგის დიდი რაოდენობით მიღება
levaniko
18:15 27-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული