ყველაზე მდიდარი, ჩოგბურთელებს შორის, როჯერ ფედერერია

AutoSharing Option
ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" გამოაქვეყნა გასული ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების რეიტინგი.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, მას მოჰყვება რუსი მარია შარაპოვა...

რეიტინგის ლიდერმა ფედერერმა ერთი წლის განმავლობაში 71.5 მილიონი დოლარი მიიღო, საიდანაც 6.5 მილიონი კორტზეა გამომუშავებული, 65 მილიონი კი სასპონსორო კონტრაქტებზე მოდის.

პირველ ათეულში შემდეგი ჩოგბურთელები შევიდნენ:

1. როჯერ ფედერერი - 71.5 მლნ (6.5+65)
2. მარია შარაპოვა - 29 მლნ (6+23)
3. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 26.9 მლნ (12.9+14)
4. რაფაელ ნადალი
- 26,4 მლნ (5.4+21)
5. სერენა უილიამსი - 20.5 მლნ (8.5+12)
6. ნა ლი - 18.2 მლნ (3.2+15)
7. ვიქტორია აზარენკა - 15.7 (6.7+9)
8. ენდი მარეი - 14.9 (6.9+8)
9. კაროლინ ვოზნიაცკი - 13.6 (2.6+11)
10. კეი ნიშიკორი - 10.5 (1.5+9)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული