ექვსი მათგანი საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოდა ძირითად ბადეში მოსახვედრად.
ამოცანას მხოლოდ ორმა გაართვა თავი წარმატებით: გიორგი რევაზიშვილმა ჯერ უკრაინელი არტიომ ვუ (6:1, მეორეში ანგარიში იყო 4:1, მეტოქემ ტრავმის გამო ბრძოლა რომ შეწყვიტა), შემდეგ კი რუსი ალექსანდრ კუნინი ჩამოიშორა (6:2, 6:3) გზიდან.
თბილისელი სურენ ვართანიანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში ანდრეა ატრიკეს (იტალია) აჯობა - 3:6, 7:5, 7:5. გიორგი დათაშვილმა სლავკო ბელიცასთან (სერბეთი) წააგო - 1:6,
2 სექტემბერს პირველი წრის შეხვედრები გაიმართა: ალექსანდრე მეტრეველმა "უალდ ქარდით" მიწვეული თანამემამულე ალექსანდრე ბაკში დაამარცხა - 6:2, 6:1.
კვალიფიკაციიდან აღზევებულმა რევაზიშვილმა მაქსიმ დმიტრიევთან (რუსეთი) წააგო - 2:6, 3:6.
დანარჩენი შეხვედრები: სურენ ვართანიანი - აზიზ ავლოევი (რუსეთი), მიხეილ ხმიადაშვილი - არკადიუშ კოსულა (პოლონეთი), შოთა მეფარიძე - რომაინ არნეოდო (საფრანგეთი), გიორგი ცივაძე - რონალდ სლობოდჩიკოვი (რუსეთი), გიორგი ჯავახიშვილი - მარატ დევიატიაროვი (უკრაინა) 3 სექტემბერს გაიმართება.
წყვილებში ითამაშებენ: შოთა მეფარიძე, ალექსანდრე მეტრეველი (ორივე - საქართველო) - არკადიუშ კოსულა, ბლაზეჯ კონიუში (პოლონეთი), მიხეილ ხმიადაშვილი (საქართველო), იური კრივოი (უკრაინა ) - კონსტანტინ გერლახი, მიხაილ ხალდეევი (რუსეთი), დავით კვერნაძე (საქართველო), მაქსიმ დმიტრიევი (რუსეთი) - დენის ბორისოვი, რონალდ სლობოდჩიკოვი (რუსეთი), ალექსანდრე ბაკში, გიორგი ჯავახიშვილი (საქართველო) - მარატ დევიატიაროვი (უკრაინა), ალექსიოს ჰალებიანი (აშშ), ტონი ანდროიჩი (ხორვატია), გიორგი ცივაძე (საქართველო) - რომაინ არნეოდო (საფრანგეთი), ბენჟამინ ბალერეტი (ჩერნოგორია).
* * *
ტრაბზონში, ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგის საკვალიფიკაციო ბადეში, თამარ ჭალაგანიძე სტარტზევე დამარცხდა ემილი ვებლი-სმითთან (ბრიტანეთი) - 2:6, 0:6, წყვილებში კი სომეხ ანი ამირაგიანთან ერთად მესამე ნომრად განთესილ უკრაინელებს - იულია დეიგელზიმერსა და მარინა ზანევსკას დაუპირისპირდა და აქაც წააგო.
* * *
იტალიურ მესტრეში მარგალიტა ჩახნაშვილიც ქალთა სართაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) საკვალიფიკაციოში ჩაება. პირველ წრეში იოლად სძლია მასპინძელ კოსტანცა ზანონის (6:0, 6:0), მეორეში სარა ეკელი (იტალია) ელოდა. პირველ სეტში მასპინძელმა ჩვენებურს იოლად აჯობა; მეორეში, როცა კონსტანცა 4:1 დაწინაურდა, ჩახნაშვილმა ტრავმა მიიღო და ასპარეზობას გამოეთიშა.
* * *
ყაზანიდან მოსკოვის 25.000-იან ტურნირში გადაინაცვლა სოფიო შაფათავამ. პირველ წრეში იგი ჩინელ იი იანს გაუწევს მეტოქეობას. წყვილებში იულია კალაბინასთან (რუსეთი) შეამხანაგებული მე-4 ნომრადაა განთესილი და ამინატ კუშხოვა (რუსეთი)-განა როზნიხირენკოს (უკრაინა) დუეტთან გაარკვევს ურთიერთობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"