ოქსანა კალაშნიკოვა ტრაბზონის ტურნირის მეოთხედფინალშია

AutoSharing Option
11 სექტემბერს თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ტრაბზონის კორტებზე, რომლებიც ქალთა საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 50. 000 დოლარი) მასპინძლობს, ორჯერ გავიდა.

ჯერ ერთეულებში იასპარეზა და შეჯიბრების რეიტინგფავორიტი დინაპ პფიცენმაიერი (გერმანია, მსოფლიო რეიტინგში 99-ეა) ორ სეტში დამარცხა - 7:6, 6:4.

მეოთხედფინალში კიდევ ერთ ალემანთან - მარინა შამაიკოს (რუსეთი) მძლეველ ანა-ლენა ფრიედზამთან გაარკვევს ურთიერთობას.

დანარჩენ მეოთხედფინალურ წყვილებში ითამაშებენ: დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია) - ან-სოფი მესტაჩი (ბელგია), ალექსანდრა კრუნიჩი (სერბეთი) - ეკატერინა ბიჩკოვა (რუსეთი), იულია ბეიგელზიმერი (უკრაინა) - ანდრეა მიტუ (რუმინეთი).

კალაშნიკოვამ წყვილებშიც მოსინჯა ძალები.
აქ იგი სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან ერთად რეიტინგფავორიტია. მეოთხედფინალში ინტერნაციონალურ დუეტს წინააღმდეგობას უწევდა ეკატერინა ბიჩკოვას და მარინა შამაიკოს (ორივე - რუსეთი) ტანდემი.

ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა მეორე ხელი კი მოიგეს 6:4, მაგრამ პირველსა და ტაი-ბრეიკებში, შესაბამისად, 1:6, 6:10 დამარცხდნენ და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

კალაშნიკოვა და კრუნიჩი ნახევარფინალში ტურნირის მეოთხე ნომრებს - მაგდა ლინეტეს (პოლონეთი) და პემრა ოზგენს (თურქეთი) გამოცდიან.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ანი ამირაგიანი (სომხეთი), დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია) და სტეფანი ფორესტ ჟაკონი (საფრანგეთი), ემილი უებლი-სმიტი (დიდი ბრიტანეთი) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული