დევისის თასზე ნახევარფინალების დროა

AutoSharing Option
ამ კვირას მამაკაცთა ტურნირები არ იმართება, რადგან დაგეგმილია დევისის თასის ნახევარფინალური მატჩები. სწორედ ამ უქმეებზე გაირკვევა ამ ტურნირის ორი ფინალისტი. პრაღაში მოქმედი ჩემპიონი ჩეხეთის ნაკრები არგენტინას უმასპინძლებს, ბელგრადში კი სერბეთი კანადას მიიღებს.

არგენტინა შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდა ჩეხეთში (აკლიათ ხუან მარტინ დელ პოტრო და დავიდ ნალბანდიანი). ამიტომაც უფრო საინტერესო ბრძოლა ბელგრადშია მოსალოდნელი. სერბებმა და კანადელებმა უძლიერესი შემადგენლობები შეკრიბეს - ერთ მხარეს არის ნოვაკ ჯოკოვიჩი, მეორე მხარეს - მილოშ რაონიჩი. ასევე საინტერესოა წყვილთა თამაშის ოსტატების - ნენად ჟიმონჟიჩისა და დანიელ ნესტორის დაპირისპირება.

პრაღასა და ბელგრადში გაიმართა წილისყრა და დადგინდა თამაშების განრიგი:

ჩეხეთი-არგენტინა
13 სექტემბერი. პარასკევი
რადეკ შტეპანეკი-ხუან მონაკო
ტომაშ ბერდიხი-ლეონარდო მაიერი
14 სექტემბერი. შაბათი
როსოლი/ვესელი-ბერლოკი/სებალიოსი
15 სექტემბერი. კვირა
ტომაშ ბერდიხი-ხუან მონაკო
რადეკ შტეპანეკი-ლეონარდო მაიერი

სერბეთი-კანადა
13 სექტემბერი. პარასკევი
ნოვაკ ჯოკოვიჩი-ვაშეკ პოსპიშილი
იანკო ტიპსარევიჩი-მილოშ რაონიჩი
14 სექტემბერი. შაბათი
ბოჟოლიაკი/ჟიმონჟიჩი-ნესტორი/პოსპიშილი
15 სექტემბერი. კვირა
ნოვაკ ჯოკოვიჩი-მილოშ რაონიჩი
იანკო ტიპსარევიჩი-ვაშეკ პოსპიშილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევისის თასის პლეი ოფი და ნახევარფინალის კონტურები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული