ფედერერმა, რომელიც მანამდე მეექვსე პოზიციაზე იმყოფებოდა, ადგილები გაუცვალა ჩეხ ტომაშ ბერდიხს. ბოლოს შვეიცარიელი ATP-ის რეიტინგის ტოპ-ხუთეულში ერთი თვის წინ იმყოფებოდა, რის შემდეგაც მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა.
კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე კვლავაც სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომლის შემდეგაც მოდიან ესპანელი რაფაელ ნადალი და ბრიტანელი ენდი მარეი. მეოთხე პოზიციაზე იმყოფება ესპანელი დავიდ ფერერი.
ცვლილებები არ მომხდარა WTA-ს ქალთა
ტოკიო და პეკინი მარიას გარეშე
რთული დროება უდგას რუსული ჩოგბურთის ვარსკვლავს მარია შარაპოვას. მას კვლავინდებურად აწუხებს მხრის ტრავმა, რის გამოც მსოფლიოს მესამე ჩოგანმა უარი თქვა ორ მსხვილ ტურნირზე, რომელიც სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება.
კერძოდ, შარაპოვა ვერ ითამაშებს ტოკიოსა და პეკინის უმაღლესი კატეგორიის ტურნირებში. შეჯიბრი იაპონიაში 22-28 სექტემბერს გაიმართება, ჩინეთში კი ტურნირი სტარტს 28 სექტემბერს აიღებს და 6 ოქტომბერს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მხრის ტრავმის გამო ვერ შეძლო ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა მარია შარაპოვამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ახალი რეიტინგი: 120 ქულა ნადალსა და ჯოკოვიჩს შორის