ეს მოთამაშეები არიან რუსი მარია შარაპოვა და პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა. მარია ამჟამად მესამე ადგილს იკავებს WTA-ს რეიტინგში და წელს ორი ტურნირი მოიგო - ინდიან უელსსა და შტუტგარტში. სამჯერ ის ფინალამდე მივიდა - მაიამიში, მადრიდსა და როლან გაროსზე.
რაც შეეხება აგნიეშკა რადვანსკას, მან ამ სეზონში სამი ტიტული მოიგო - ოკლენდში, სიდნეისა და სეულში. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, წლის შემაჯამებელ ტურნირში
* * *
ATP-ის განახლებულ რეიტინგში პირველი პოზიცია კვლავ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს უკავია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ჩოგბურთელის ლიდერობა უკვე 100 კვირას უტოლდება და 26 წლის ჯოკოვიჩი მეცხრე ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ამდენი ხანი შემორჩა კლასიფიკაციის უმაღლეს საფეხურს.
მამაკაცთა რეიტინგში მინიმუმ 100 კვირა ლიდერები შემდეგი ჩოგბურთელები იყვნენ:
როჯერ ფედერერი 302
პიტ სამპრასი 286
ივან ლენდლი 270
ჯიმი კონორსი 268
ჯონ მაკინროი 170
ბიორნ ბორგი 109
რაფაელ ნადალი 102
ანდრე აგასი 101
აზარენკა: მარტო მე არ ვყვირი
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ უცნაური უწოდა წინადადებას, რომლის მიხედვითაც ქალ ჩოგბურთელებს კორტზე გათამაშებების დროს აეკრძალებათ ხმამაღლა წამოძახება.
"ჩემი აზრით, ცოტათი უცნაურია ამ დონეზე ყურადღების გამახვილება ჩოგბურთელთა შეძახილებსა და ყვირილზე. ადამიანები სპორტის სხვა სახეობებშიც ყვირიან. შეხედეთ თუნდაც მამაკაცთა ჩოგბურთს - ბიჭებიც ძალიან ხმაურობენ. ნადალი და ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის ფინალის დროს ყოველი დარტყმის შემდეგ ყვიროდნენ, მაგრამ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
როცა შენ აშშ-ის ღიას ფინალში თამაშობ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის წინააღმდეგ, ცდილობ, აჩვენო ყველაფერი, რაც შეგიძლია. მე არ შემიძლია ყურადღება მივაქციო საკუთარი ხმების სიძლიერეს", - ამბობს აზარენკა ტოკიოს ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ნადალის 12 მილიონი თაყვანისმცემელი
Facebook-ის სოციალურ ქსელში მსოფლიოს მეორე ჩოგანის, ესპანელი რაფაელ ნადალის თაყვანისმცემელთა რიცხი 12 მილიონამდე გაიზარდა. "დიდი სლემის" ტურნირების 13-გზის ჩემპიონი ATP-ისა და WTA-ს მოთამაშეებს შორის ამ მაჩვენებლით მხოლოდ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს ჩამორჩება.
ნადალს საკმაოდ აქტიური ურთიერთობა აქვს გულშემატკივრებთან Facebook-ის მეშვეობით. ის, პრაქტიკულად, ყოველდღე აქვეყნებს საკუთარი ცხოვრებიდან ფოტოებსა და ახალ ამბებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ახალი რეიტინგი: 120 ქულა ნადალსა და ჯოკოვიჩს შორის