ბორის ბეკერი: იდიოტი ვიყავი

AutoSharing Option
ლეგენდარული გერმანელი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი თავის მეორე ავტობიოგრაფიულ წიგნს უშვებს, სახელწოდებით - "ცხოვრება თამაში არ არის". ჩოგბურთელი მასში სიმართლეს ჰყვება 2011 წლის ხმაურიანი გაყრის პროცესზე.

ბეკერი იძულებული იყო 1999 წელს, კარიერის დასრულების შემდეგ გაშორებოდა ამერიკელ მოდელს ბარბარა ბეკერს. ამის მიზეზი იყო ღალატი რუს ემიგრანტ ანა ერმაკოვასთან, რასაც მოჰყვა ბეკერის არაკანონიერი ქალიშვილის გაჩენა.

"იმ ოჯახურ დრამაში მე იდიოტივით მოვიქეცი, - აღიარებს თავის ახალ წიგნში ბეკერი. - ჩემს მეუღლეს ვუღალატე, რომელიც იმ მომენტში ფეხმძიმე იყო, მე კი სიმართლის დაფარვას ვცდილობდი. მანამდე ჩვენ
იდეალური წყვილი ვიყავით შვიდი წლის განმავლობაში".


2000 წლის დეკემბერში ბარბარა აშშ-ში შობაზე ბავშვებთან ერთად გაემგზავრა, 12 დღის შემდეგ კი ბორისი ოჯახს შეუერთდა. მაგრამ, შერიგების ნაცვლად, ცოლ-ქმარმა საბოლოოდ მოიჭრა შერიგების ყველა გზა.

"ჩვენ ერთმანეთს ყვირილი დავუწყეთ. მას იმ მომენტში უკვე დაქირავებული ჰყავდა ქალაქის საუკეთესო ადვოკატი და მზად იყო გაყრის პროცესისთვის. მას ვკითხე რა უნდოდა: ჩვენი ოჯახური ცხოვრება თუ ჩემი ფული? ეს იყო ჩვენი ვატერლოო. მახსოვს, როგორ დაკარგა ბარბარამ საკუთარ თავზე კონტროლი, მეცა და ცემა დამიწყო. ნოა (ბორისისა და ბარბარას უფროსი ვაჟი) ჩვენს შორის ჩადგა და გაშველება სცადა. ეს იყო ყველაზე უარესი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში. მაშინ მივხვდი, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა".

ბეკერის ავტობიოგრაფია დღის სინათლეს მომავალ კვირას იხილავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული