ანა ტატიშვილი WTA-ს რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

კლასიფიკაციაში 6 ქართველი ჩოგბურთელია. ანა ტატიშვილმა ლას ვეგასში მოპოვებული ქულებით 189-დან 177-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ამჟამად მას 348 ქულა აქვს. დანარჩენ ჩვენიანთა მონაცემები ასეთია: 230 (238). სოფიო შაფათავა (245), 272 (268). ოქსანა კალაშნიკოვა (182), 512 (478). მაკა ჩახნაშვილი (63), 592 (559). ეკატერინე გორგოძე (45), 710 (644). სოფიო ქვაცაბაია (28).

წყვილებში კალაშნიკოვა 51-დან 47-ე საფეხურზე აღზევდა, რაც ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელია. ტატიშვილი მე-80 ადგილზეა.

კალაშნიკოვა 30 სექტემბერს ჩოგბურთელ ქალთა პეკინის საერთაშორისო ტურნირში
(საპრიზო ფონდი 5.185.625 დოლარი) ჩაება წყვილებში, სლოვაკ ჟანეტ ჰუსაროვასთან ერთად. სამწუხაროდ, პირველი ბარიერი ვერ გადალახა - რუს დუშევინასა და ესპანელ პარა არანჩასთან 2:6, 3:6 წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული