ჩოგბურთის ლეგენდები დღევანდელ ვარსკვლავებს აქებენ

AutoSharing Option
"დიდი სლემის" 22-გზის ჩემპიონს, ლეგენდარულ გერმანელს შტეფი გრაფს მიაჩნია, რომ ამერიკელ სერენა უილიამსს შეუძლია მისი რეკორდის მოხსნა "სლემებზე" მოგებების რაოდენობით.

"მას კიდევ დიდხანს შეუძლია თამაში და მოგება. თავისუფლად შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ის ყველა რეკორდს მოხსნის. ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ვერ ვხედავ მის სერიოზულ კონკურენტს, რომელსაც შეეძლება სერენას დაწევა", - ამბობს გერმანელი ჩოგბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის უმცროს ამერიკელს "დიდი სლემის"17 ტურნირი აქვს მოგებული.

* * *
ამასობაში ლეგენდარულმა ამერიკელმა პიტ სამპრასმა უპასუხა კითხვას - ვინ მიაჩნია ყველა დროის საუკეთესო
მოთამაშედ.

"ჩემთვის ყოველთვის ცხადზე ცხადი იყო, რომ უდიადესი არის როჯერი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობს დღეს რაფაელ ნადალი, ესპანელსაც შეუძლია ასეთ სტატუსზე პრეტენზიის გამოცხადება. მას ჯერ არ დაუმთავრებია მაღალ დონეზე თამაში და კიდევ არაერთი "სლემის" მოგება შეუძლია. მას დადებითი ბალანსი აქვს თანამედროვეობის ყველა ჩოგბურთელთან, მოუგია დევისის თასი, ოლიმპიური ოქრო... მაგრამ მხოლოდ ამ კუთხით არ უნდა შევხედოთ ამ საკითხს.

მე არ მიყვარს ამ საკითხის განხილვა. მიმაჩნია, რომ ყოველ თაობას ჰყავს თავისი გმირი, მაგრამ რომელი თაობა იყო საუკეთესო? ამის შესახებ მსჯელობა გაუთავებლად შეიძლება.

პირადად მე აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ რამდენი ხანი რჩებოდა როჯერი სტაბილური უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება რაფას, ის, ეჭვგარეშეა, გამისწრებს მე "სლემების" რაოდენობით. საკითხი მხოლოდ იმაშია, შეძლებს თუ არა ის როჯერის რეკორდის გაუმჯობესებას",
- ამბობს სამპრასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერენა უილიამსის 17 გაელვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული