შანხაის მასტერსზე მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. რვა მატჩიდან მხოლოდ შვიდი ჩატარდა - ტომი ჰაასმა ტრავმის გამო ვერ შეძლო ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ კორტზე გასვლა და არგენტინელი უბრძოლველად მოხვდა მეოთხედფინალში.
რაც შეეხება როჯერ ფედერერს, ის ფრანგ გაელ მონფილს ხვდებოდა, რომელთანაც შვიდიდან ექვსი მატჩი ჰქონდა მოგებული. როჯერი ძალიან ახლოს იყო ორ
მონფილსმა გადამწყვეტ პარტიაში მეოთხე გეიმში გააკეთა ბრეიკი და 5:1-ით დაწინაურების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ფედერერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მეტი ვერ შეძლო და ორი საათისა და ცხრა წუთის ბრძოლის შემდეგ წააგო - 4:6, 7:6(5), 3:6.
მონფილსმა მაყურებელს მეოთხედფინალში ტრადიციული დაპირისპირების ხილვის საშუალება არ მისცა და ამ ეტაპზე თავად შეხვდება ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელთანაც რვიდან რვა მატჩი აქვს წაგებული.
სერბს პრობლემა არ შექმნია იტალიელ ფაბიო ფონინისთან მატჩში. მან პირველი მოწოდებიდან ქულების 79 პროცენტი აიღო და არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მეტოქეს. თამაში საათი და 10 წუთი გაგრძელდა და ჯოკოვიჩმა თავისი მოგებების სერია ცხრა მატჩამდე აიყვანა.
ფონინიმ კი თავი იმით უნდა დაიმშვიდოს, რომ ის სეზონს საუკეთესო ოცეულში დაასრულებს და პირველი იტალიელი გახდება 1978 წლის შემდეგ, ვინც ამას გააკეთებს. გარდა ამისა, ფაბიო პირველი იტალიელია ისტორიაში, რომელმაც სეზონში მილიონზე მეტი ჰონორარი გამოიმუშავა.
რაც შეეხება ფედერერს, მონფილსთან წაგებიდან 45 წუთის შემდეგ შვეიცარიელი კიდევ ერთხელ დაბრუნდა ცენტრალურ კორტზე მორიგი მატჩის წასაგებად. მისმა და ჟე ჟანგის წყვილმა 1:6, 6:1, 8:10 წააგო ივან დოდიგისა და მარსელო მელოს დუეტთან.
* * *
რაფაელ ნადალმა სეზონში 71-ე მატჩი ჩაატარა და 67-ე მოგებას მიაღწია. მან პირველ სეტში მასტერკლასი ჩაუტარა არგენტინელ კარლოს ბერლოკს - 19 "ვინერსი" და მხოლოდ ოთხი უნებლიე შეცდომა ჰქონდა და ბადესთან 11-დან 9 ქულა აიღო. მეორე სეტში არგენტინელმა ბრძოლა გაუმართა ესპანელს, 3:3-ზე ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, ტაი-ბრეიკზე კი 5:3-ით იყო დაწინაურებული, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტში ორმაგი შეცდომა დაუშვა და ნადალმა მატჩი საათსა და 50 წუთში დაასრულა.
რაფა შემდეგ ეტაპზე შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას შეხვდება, რომელმაც გუშინდელი დღის შემდეგ ჩემპიონთა რბოლაში გაუსწრო როჯერ ფედერერს და მეშვიდე ადგილზე დამკვიდრდა.
დღის კიდევ ერთი სენსაცია იყო დავიდ ფერერის მარცხი გერმანელ ფლორიან მაიერთან, თუმცა ესპანელს გარანტირებული აქვს წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში და შედარებით იოლად გადაიტანს ამ მარცხს, რასაც ვერ ვიტყვით ტომაშ ბერდიხზე - მას ჯერ არ აქვს გარანტირებული ლონდონი და ამ მხრივ, 10 ოქტომბერს ორსაათნახევრიან თრილერში მტკივნეული მარცხი იწვნია ნიკოლას ალმაგროსგან - 7:6, 3:6, 6:7.
1/8-ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:3, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:1, 7:6(5); ფლორიან მაიერი (გერ)-დავიდ ფერერი (ესპ, 3) 6:4, 6:3; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 15)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4) 6:7(6), 6:3, 7:6(4); გაელ მონფილსი (საფ)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 5) 6:4, 6:7(5), 6:3; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6)-ტომი ჰაასი (გერ, 11) უარი; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 7)-კეი ნიშიკორი (იაპ, 12) 7:6(5), 6:0; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 8)-მილოშ რაონიჩი (კან, 10) 7:6(2), 6:4.
1/8-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-მონფილსი; ფ. მაიერი-ცონგა (7); დელ პოტრო (6)-ალმაგრო (15); ვავრინკა (8)-ნადალი (2).
ესპანეთი მოიას ჩააბარეს
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კარლოს მოია დევისის თასზე ესპანეთის ნაკრების კაპიტნის პოსტზე ალექს კორეჩას შეცვლის.
კორეჩას კონტრაქტი ესპანეთის ჩოგბურთის ფედერაციასთან ამ წლის ბოლომდეა გაფორმებული. მისი ხელმძღვანელობით ესპანელებმა 2012 წელს ფინალამდე მიაღწიეს, სადაც 2:3 დამარცხდნენ ჩეხეთთან, წელს კი პირველი რაუნდიდან გამოეთიშნენ ბრძოლას.
"დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო, როგორც პირადი, ასევე პროფესიული თვალსაზრისით", - დაწერა თავის ტვიტერზე" მოიამ".
1998 წელს მოია და კორეჩა როლან გაროსის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება კარლოსმა მოიპოვა. 2004 წელს მოიამ ესპანეთის ნაკრებს დევისის თასის ფინალში გადამწყვეტი ქულა მოუტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნადალმა, ჯოკოვიჩმა და ფედერერმა ორ სეტში მოიგეს შანხაის მასტერსის სტარტი