როჯერ ფედერერმა მწვრთნელი გაუშვა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა უარი თქვა თავისი მწვრთნელის პოლ ანაკონეს სამსახურზე, რომელთანაც ბოლო სამწელიწადნახევარი იმუშავა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ, ჩოგბურთელის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

როგორც ფედერერმა ახსნა, მისი და ანაკონეს სამწლიანი გეგმა ითვალისწინებდა ჩოგბურთელის დაბრუნებას რეიტინგის პირველ საფეხურზე - და ეს გეგმა შესრულდა. ამიტომაც, მათ გადაწყვიტეს თავიანთ პროფესიულ ცხოვრებაში ახალ თავზე გადასვლა და ამისთვის დღეს საუკეთესო დროა, - აღიარა ჩოგბურთელმა.

"პოლი ჩემს კარგ მეგობრად რჩებდა და მე სიამოვნებით გავაგრძელებ მასთან ურთიერთობას. მინდა მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ დიდი დახმარება გაუწია
ჩემს გუნდს",
- დაამარტა ფედერერმა.

ანაკონე ავარჯიშებდა ისეთ ცნობილ ჩოგბურთელებს, როგორებიც იყვნენ პიტ სამპრასი და ტიმ ჰენმანი. ამასთან, ფედერერისთვის მიმდინარე სეზონი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია მის კარიერაში, რადგან რეიტინგის მეშვიდე საფეხურზე დაეშვა და მხოლოდ ერთი ტურნირი მოიგო.

სტამბოლი დაკომპლექტდა
WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის შემადგენლობა სრულად დაკომპლექტდა. სტამბოლის ჩემპიონატის ბოლო მონაწილე გახდა გერმანელი ანჟელიკ კერბერი. მან ეს უფლება ლინცის ტურნირზე ფინალში გასვლით მოიპოვა. კერბერს გარანტირებული აქვს "ჩემპიონთა რბოლაში" მეცხრე ადგილი, რაც თურქეთში გამგზავრების საშუალებას იძლევა, რადგან ამ რეიტინგის მესამე ნომერმა, რუსმა მარია შარაპოვამ ტრავმის გამო უარი თქვა თურქეთში გამგზავრებაზე.

უფრო ადრე, წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს: სერენა უილიამსმა (აშშ), ვიქტორია აზარენკამ (ბელარუსი), აგნიეშკა რადვანსკამ (პოლონეთი), ნა ლიმ (ჩინეთი), პეტრა კვიტოვამ (ჩეხეთი), სარა ერანიმ (იტალია) და ელენა იანკოვიჩმა (სერბეთი).

ზედიზედ მეორედ წლის დასკვნით ტურნირზე ყველა მონაწილე სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს. ასეთი რამ, შეჯიბრის 42-წლიან ისტორიაში მეორედ ხდება.

WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი 22-27 ოქტომბერს გაიმართება. 20 ოქტომბერს შედგება წილისყრა, რომლის მეშვეობით რვა ჩოგბურთელი ორ ჯგუფში განაწილდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როჯერ ფედერერს ლონდონი გვერდზე რჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული