
შეგახსენებთ, რომ ივლისში ენდი გახდა პირველი ბრიტანელი ბოლო 77 წელიწადში, ვინც უიმბლდონის მოგება შეძლო.
დღესითვის, მარეი ტრავმირებულია, რის გამოც ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე ვერ ითამაშებს. 26 წლის ჩოგბურთელი უახლოეს დღეებში დაიწყებს სარეაბილიტაციო კურსს. მისი მიზანი 2014 წლის სეზონში "დიდი სლემის" პირველი ტურნირისთვის უკეთ მომზადებაა, მაგრამ იქვე აცხადებს, რომ არ ითამაშებს ავსტრალიის ღიაზე, თუ
"იმედი მაქვს ავსტრალიაში გამოვალ, მაგრამ კორტზე არ დავბრუნდები იქამდე, სანამ ასი პროცენტით არ ვიქნები მზად. აქამდე კი ჯერ შორი გზაა. უკვე დავიწყე აუზში ცურვა და ველოსიპედით სეირნობა, მაგრამ კიდევ ოთხი ან ხუთი კვირა უნდა გავიდეს იმისთვის, რომ კორტზე დავბრუნდე.
გამოჯანმრთელების პროცესი გრძელი და მოსაწყენია, მაგრამ არ მინდა ავჩქარდე, რათა ყველაფრის თავიდან დაწყება არ მომიწიოს", - მოჰყავს მარეის სიტყვები BBC-ს.