ანა ტატიშვილს ფლორენსის ტურნირში წინააღმდეგობას ვერავინ უწევს

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ამერიკული ფლორენსის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მე-4 ნომრადაა განთესილი. მეტოქეები ჯერჯერობით ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევენ.

როგორც გაუწყეთ, ჩვენებურმა სტარტზე მასპინძელ შოლთან მხოლოდ ერთი გეიმი დათმო, ამერიკელ კულმანთან - ორი. 25 ოქტომბერსაც ასეთი შემართებით იბრძოლა მე-6 ნომრად განთესილ კატალინა კასტანოსთან (კოლუმბია): პირველი ხელი 6:2, მეორე კი მშრალად (6:0) მოიგო, თუმცა კასტანოს თანამემამულე მარიანა დუკე-მარინოსთან წინა ტურნირის ფინალში დამარცხებისთვის რევანშის შანსი მაინც არ მიეცა.

მარიანა ამ შეჯიბრებაშიც რეიტინგფავორიტი იყო, მაგრამ სტარტზევე ამერიკელ ასია მუჰამადთან წააგო. ამ
უკანასკნელმა 25 ოქტომბერს უკრაინელ კატერინა იერგინასაც აჯობა - 7:5, 6:3 და გადამწყვეტი პაექრობის საგზურისთვის ნახევარფინლში ტატიშვილთან იბრძოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული