ანა ტატიშვილი WTA-ს რეიტინგში 11 საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ბოლო სამი კვირაა, წარმატებით თამაშობს ამერიკულ 25.000-იან ტურნირებში და ეს მის რეიტინგსაც დაეტყო - წინა ორის შედეგით იგი 11 საფეხურით დაწინაურდა და ახლა კლასიფიკაციაში 421 ქულით (მასში არ არის გათვალისწინებული ფლორენსში მოპოვებული 50 ქულა) 147-ე ადგილზეა.

რეიტინგში დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 233 (229). სოფიო შაფათავა (252), 276 (278). ოქსანა კალაშნიკოვა (182), 482 (482). მაკა ჩახნაშვილი (71), 572 (560). ეკატერინე გორგოძე (53), 723 (724). სოფიო ქვაცაბაია (28), 1191 (1195). თამარ ჭალაგანიძე (3), 1202 (1206). მარიამ ბოლქვაძე (3).

ამჟამად ანა ტატიშვილი ნიუ ბრაუნფელსში იმყოფება, 50.000-იან ტურნირზე, რომელშიც მე-6 ნომრადაა განთესილი და სტარტზე ჟაკლინ კაკოს (აშშ) შეხვდება. წყვილებში კოკო ვანდევეგესთან (აშშ) ერთად რეიტინგფავორიტია და გზიდან თამიენ ფიმაგალისა და ვიქტორია იუს (ორივე - აშშ) ჩამოშორებას შეეცდება.

ნანტის 50.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკა ჩახნაშვილმა ორი მეტოქე დაამარცხა, მაგრამ ფიონა ფიროს (საფრანგეთი) დანებდა - 1:6, 2:6. ამის მიუხედავად, იღბლიანი წაგებულის სტატუსით ძირითად ბადეში მაინც მოხვდა და მე-4 ნომერ ლარა არუაბარენას (ესპანეთი) შეხვდება. წყვილებში ჩახნაშვილი და რუსი ნატალია ორლოვა ამერიკელ ნიკოლ მელიჩარსა და სერბ ტეოდორა მირჩიჩს ეთამაშებიან.

სტამბულის 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში სოფიო შაფათავა პირველ წრეში იტალიელ კორინა დენტონის გაეჯიბრება. წყვილებში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად მე-2 ნომერია და გერმანულ-რუსულ დუეტთან (ჯასტინ ოზგა-მარინა შამაიკო) მოსინჯავს ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული