შუგარპოვა პარიზში

AutoSharing Option
რუსი ვარსკვლავის, მარია შარაპოვას ბრენდი - Sugarpova WTA-ს პარიზის ტურნირის პარტნიორი გახდა. ეს შეჯიბრება მომავალ წელს, 27 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაიმართება. გარდა ამისა, მსოფლიოს მეოთხე ჩოგანის გამოსახულება გამოჩნდება ტურნირის ოფიციალურ პოსტერზე, - ამ ინფორმაციას ავრცელებს პარიზის ტურნირის გვერდი Facebook-ზე.

ადრე შარაპოვას მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები საფრანგეთის დედაქალაქში - 2012 წელს, მან მეოთხედფინალი წააგო ანჟელიკ კერბერთან (4:6, 4:6).

* * *
ამასობაში ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ მუშაობა დაიწყო საჩოგბურთო მატჩების დროს მოთამაშეთა ყვირილის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ტურნირზე ჩოგბურთელთა ხმების დონის გამოკვლევა
გაზაფხულიდან მიმდინარეობს.

"ჯერ ბევრი მონაცემი უნდა შევაგროვოთ, აგრეთვე, დასკვნები გამოვიტანოთ სხვადასხვა სიტუაციაში ხმაურის დონის შესახებ: გადახურულ და ღია კორტებზე, დიდ მოედნებზე, განსხვავებულ საფარზე... ჩვენ ვაპირებთ ჩამოვაშოროთ თამაშს ზედმეტი ხმაური და შევეცდებით, ეს რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ", - ამბობს WTA-ს პრეზიდენტი სტეისი ალასტერი.

ასევე იხილეთ:
სენსაციური ჭორი: მარია შარაპოვა ფეხმძიმედაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული