ATP-ის შემაჯამებელი: როჯერმა შანსი დაიტოვა

AutoSharing Option
ლონდონში, წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე ტური იმართებოდა ე. წ. სიკვდილის ჯგუფში, რის შემდეგაც შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა შეინარჩუნა ნახევარფინალში გამარჯვების შანსი. თავის მეორე შეხვედრაში ლეგენდამ ფრაგი რიშარ გასკე დაამარცხა.

შეხვედრა საათი და 21 წუთი გაგრძელდა და ფედერერმა ორ პარტიაში მოიგო - 6:4, 6:3. როჯერმა 11-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, იმ დროს, როცა გასკემ ექვსი ასეთი შანსიდან მხოლოდ ერთი გარდასახა ბრეიკში. შვეიცარიელის ანგარიშზე იყო ექვსი ეისი და მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა. გასკეს არც ერთი ეისი არ ჰქონია და სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ეს
ფრანგის მეორე წაგება იყო ჯგუფში და მან დაკარგა ნახევარფინალში გასვლის შანსი.

გვიან ღამით დასრულდა შეხვედრა ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ხუან მარტინ დელ პოტროს შორის. ბოლო ტურში ფედერერმა აუცილებლად უნდა დაამარცხოს დელ პოტრო ნახევარფინალში გასასვლელად.

სტოსურმა მწვრთნელი იპოვა
როგორც ცნობილი გახდა, 29 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა სამანტა სტოსურმა 2014 წლის სეზონისთვის მწვრთნელად მაილზ მაკლაგანი აირჩია, რომელიც ადრე ბრიტანელ ენდი მარეისთან თანამშრომლობდა.

"ბედნიერი ვარ, რომ მაილზთან მუშაობის შანსი მომეცა. დიდი ხანია მის საქმიანობას ვაკვირდები და ყოველთვის გაკვირვებული ვიყავი მისი შემართებითა და პროფესიონალიზმით. მას ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. ასე რომ, ჩვენ აუცილებლად ვიპოვით საერთო ენას. უკვე დეკემბერში დავიწყებთ ერთობლივ ვარჯიშებს.

მომავალ წელს ვაპირებ დავბრუნდე WTA-ს რეიტინგის საუკეთესო ათეულში. ამისთვის საჭიროა "დიდი სლემის" ტურნირებზე გამარჯვება. მჯერა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება",
- ამბობს სტოსური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ATP-ის შემაჯამებელი: ნადალმა პირველობა გაინაღდა და ნახევარფინალში გავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული