ბოლო დროს მიღწეული გამარჯვებების მიუხედავად, ანა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში სამი საფეხურით დაქვეითდა და ახლა 499 ქულით 128-ე ადგილზეა.
დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები კი ასეთია: 223 (224). სოფიო შაფათავა (262 ქულა), 299 (281). ოქსანა კალაშნიკოვა (160), 465 (464). მაკა ჩახნაშვილი (74), 493 (523). ეკატერინე გორგოძე (67), 722 (727). სოფიო ქვაცაბაია (28), 1196 (1195). თამარ ჭალაგანიძე, 1204
წყვილებში ასეთი მდგომარეობაა: 58 (52). ოქსანა კალაშნიკოვა (1594 ქულა), 82 (80). ანა ტატიშვილი (1085), 197 (212). სოფიო შაფათავა (336), 428 (445). ეკატერინე გორგოძე (114), 485 (506). სოფიო ქვაცაბაია (91), 753 (661). მარგალიტა ჩახნაშვილი (34), 1215 (1213). თამარ ჭალაგანიძე (4), 1243 (1236). მარიამ ბოლქვაძე (3).
ქართველი ჩოგბურთელები ორშაბათიდან ახალ შეჯიბრებებში ჩაებნენ. სოფიო შაფათავა მინსკის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მე-5 ნომრადაა განთესილი.
11 ნოემბერს მან სტარტზე რუსი მარგარიტა ლაზარევა დაამარცხა სამ სეტში და მე-2 წრეში განა პოზნიხირენკოსა (უკრაინა) და პოლინა პენკოვას (ბელორუსი) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
წყვილებში შაფათავა ანასტასია ვასილიევასთან (უკრაინა) ერთად მე-3 ნომერია და დალილა იაკუპოვიჩი (სლოვენია)-მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) დუეტს გაუწევს მეტოქეობას.
ანტალიის 10.000-იან ტურნირში ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: მე-3 ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე გიზემ მელისა ატესს (თურქეთი) ეთამაშება, მერვე ნომერი სოფიო ქვაცაბაია - კვალიფიკაციიდან აღზევებულ კემრე ანილს (თურქეთი) გამოცდის, ანა ქადაგიძის მეტოქეა ალისა მარტინოვი (მოლდოვა).
სამწუხაროდ, ჩვენმა მანდილოსნებმა წყვილებში სტარტზევე დაასრულეს ასპარეზობა: ტურნირის მე-2 ნომრები - ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია იაპონელების - ნაგი ჰანათანისა და კუოკა ოკამურას ტანდემთან დამარცხდნენ - 2:6, 3:6; ანა ქადაგიძემ ინდოელ ვიქტორია ჩენალთან ერთად კემრე ანილსა და ირემ ტალი კოკენთან (ორივე - თურქეთი) წააგო - 3:6, 4:6.
* * *
ანტალიაში (თურქეთი), ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში მეორე ნომრადაა განთესილი თბილისელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. პირველ წრეში მას მეტოქეობას გაუწევს ანდრეი პლოტნი (რუსეთი), რომელსაც აქამდე ორჯერ აჯობა: 2009 წელს უზბეკეთის ტურნირზე - 7:6, 6:4, ხოლო ერთი კვირის წინათ ანტალიაში - 6:3, 7:6.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა წყვილებში მილან სეკიჩთან (სერბეთი) ერთად 11 ნოემბერსვე იზეიმა პირველი გამარჯვება - აქაც მეორე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ვიქტორ ფილიპენკოს (უნგრეთი) და იაჰორ ვატსიკს (ბელორუსი) მოუგო - 6:4, 6:3. მეოთხედფინალში ქართულ-სერბული დუეტის მეტოქე გლებ ალესეენკო (უკრაინა) და კიპრიან ალექსანდრუ მორუმბი (რუმინეთი) იქნებიან.
* * *
ჭაბუკებში ისრაელის საერთაშორისო ტურნირზე გამოვა თბილისელი ალექსანდრე ბაკში. პირველ წრეში იგი "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელს - ემილ საველიევს შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"