ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო

AutoSharing Option
11 ნოემბერს, სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ის სერიის წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ესპანელ რაფაელ ნადალს ორ სეტში მოუგო.

შეხვედრამ საათსა და 36 წუთს გასტანა და 6:3, 6:4 დასრულდა.

ეს სერბი ჩოგბურთელისთვის, რომელმაც ტიტული დაიცვა, ზედიზედ 22-ე მოგებული მატჩია.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის დაწყებამდე ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგში მეორე იყო, ნადალი კი - პირველი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაფაააა შეგირცხვა თავი! - ყელას დაუმტკიცე რომ ჯოკოვიჩი გჯობია როგორც ტექნიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით! -ან ფსიქოლოგი გამოიცვალე ან მწრთვნელი - შენი თამაში უკვე ძალიან ერთფეროვანი გახდაააა!!!!
brola
14:00 12-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული