ლაპარაკობს და უჩვენებს შარაპოვა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რუსი მარია შარაპოვა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის დროს ამერიკული ტელეკომპანიის - NBC-ის კორესპონდენტად იმუშავებს.

"სიამოვნებით შევუერთდები NBC-ის გუნდს ოლიმპიადის დროს, რომელიც ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩატარდება", - განაცხადა მარიამ.

"მარია - ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ვარსკვლავია სპორტის სამყაროში, - აღნიშნა NBC-ის ოლიმპიური პროექტის აღმასრულებელმა პროდიუსერმა ჯიმ ბელმა, - ის სოჭში გაიზარდა, მისი ნათესავები და მეგობრები დღემდე იქ ცხოვრობენ. ასე რომ, მარია ჩვენს მაყურებელს უნიკალურ რეპორტაჟებს შესთავაზებს მშობლიური ადგილებიდან".

სავარაუდოდ, შარაპოვა სოჭიდან რეპორტაჟებს NBC-ის კორესპონდენტებთან - რაიან სიკრესტთან და
მერი კარილიოსთან ერთად წაიყვანს, გარდა ამისა, იქნება სტუდიაში წამყვანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
შუგარპოვა პარიზში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული