ამასობაში კი მსოფლიო საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. ერთეულებში ქართველთაგან ისევ ანა ტატიშვილი მეწინავეობს - 499 ქულით 128-ე (წინა კვირის 128-ე) ადგილი უკავია.
შემდეგ მოდიან: 225 (223). სოფიო შაფათავა (262), 30), (299). ოქსანა კალაშნიკოვა (160), 467 (465). მარგალიტა ჩახნაშვილი (74), 474 (493). ეკატერინე გორგოძე (73), 690 (722). სოფიო ქვაცაბაია (32), 1204 (1196). თამარ ჭალაგანიძე (3), 1211 (1204). მარიამ ბოლქვაძე (3).
წყვილებში ოქსანა კალაშნიკოვას და ანა ტატიშვილს ადგილები არ
რამდენიმე ქართველი ჩოგბურთელი ამ კვირასაც კორტებზე გაატარებს. სოფიო შაფათავა უკრაინის (ბუჩა) ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ცდის ძალებს. იგი მეორე ნომრადაა განთესილი და 18 ნოემბერს პირველი ბარიერიც იოლად დაძლია - ჰოლანდიელ ლისან ვან რიეტს ორ სეტში აჯობა - 6:27 6:4, მე-2 წრეში რუს ევგენია პაშკოვასთან გაარკვევს ურთიერთობას.
ამ უკანასკნელმა სტარტზე კვალიფიკაციიდან აღზევებული უკრაინელი ოლექსანდრა პისკუნი დაამარცხა - 6:0, 6:2. აქ გამარჯვებული კი რუს მარია კულიჩკოვას (პირველ წრეში მე-7 ნომრად განთესილი თანამემამულე მარინა მელნიკოვა ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:4) და გერმანელ ტაისია მორდერგერს (უკრაინელ ანა ბოგოსლავეცს სძლია - 6:1, 6:0) შორის უძლიერესს გაუწევს მეტოქეობას.
წყვილებში შაფათავა მასპინძელ ანასტასია ვასილიევასთან არის შეამხანაგებული და ეს დუეტი ასპარეზობის რეიტინგფავორიტია (ერთეულებში ვასილიევაა პირველი ნომერი). პირველ წრეში ქართულ-უკრაინული ტანდემი მასპინძლებს - ალიონა სოტნიკოვასა და მარიანა ზაკარლიუკს შეხვდება.
ანტალიის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ორი ქართველი იბრძოლებს. ეკატერინე გორგოძე მეორე ნომრადაა განთესილი. არადა, იგი საკვალიფიკაციოდან მოხვდა ძირითად ბადეში - კიოკა ოკამურა (იაპონია) დაამარცხა - 6:2, 6:4. გორგოძე პირველ წრეში დარია საპოტოვას (ბელორუსი) შეხვდება.
მერვე ნომერია სოფიო ქვაცაბაია. სტარტზე მისი მეტოქეა დიანა ბუზეანუ (რუმინეთი). საგულისხმოა, რომ რუმინელმა ჩვენებურს ორი წლის წინათ ანტალიის ტურნირის ნახევარფინალში სძლია - 6:0, 6:1 და ახლა ქვაცაბაია რევანშის აღებას შეეცდება.
რაც შეეხება წყვილთა პაექრობებს, ეკატერინე გორგოძისა და მარტინა პრადოვას (ჩეხეთი) დუეტი მეოთხე ნომერია და პირველ წრეში თურქებს - გიზემ მელისა ატესსა და ირემ ტალია კოკენს შეხვდება.
ანტალიის ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში მე-3 ნომრად ჩაებმება ნიკოლოზ ბასილაშვილი, წინა შეჯიბრების მეორე პრიზიორი. სტარტზე ჩვენებურს გერმანელი მარიან ნეტუშილი გაუწევს მეტოქეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"