არგენტინაში ვიზიტის დროს, ნადალი შეხვდა ბუენოს აირესის მერს მაურისიო მაკრის. ჩინოვნიკმა რაფას სთხოვა მასტერ-კლასი მოეწყო ბავშვებისთვის. სახელდახელო ვარჯიში ქალაქის ერთ-ერთ ღარიბ უბანში ჩატარდა და ესპანელის სანახავად უამრავმა გამვლელმა მოიყარა თავი.
"ძალიან ვაფასებ ნადალის საქციელს, რომელმაც გამონახა დრო და ბავშვებთან ითამაშა. ამით მან გამოხატა ერთგულება თავისი პროფესიის მიმართ", - განაცხა
ნადალი ლათინურ ამერიკაში ტურნეში იმყოფება და არგენტინის გარდა, ჩილეს ეწვევა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ცნობილი ჩილელი ჩოგბურთელის ნიკოლას მასუს გასაცილებელ ტურნირში.
ამერიკული თანამშრომლობა
ამერიკელმა ჩოგბურთელმა სლოუნ სტივენსმა გამოაცხადა თანამშრომლობის შესახებ ცნობილ ამერიკელ სპეციალისტთან, 50 წლის პოლ ანაკონესთან.
მანამდე ანაკონე სამწელიწადნახევარი მუშაობდა როჯერ ფედერერთან და შვეიცარიელს 2012 წელს უიმბლდონის ტურნირის მოგებაში დაეხმარა. ასევე, ამერიკელი ავარჯიშებდა თანამემამულე პიტ სამპრასსა და ბრიტანელ ტიმ ჰენმანს.
როგორც იტყობინებიან, 20 წლის სტივენსი, რომლის წინა მწვრთნელი იყო დევიდ ნეინკინი, უკვე ვარჯიშობს ლოს ანჯელესში ანაკონესთან ერთად. ჩოგბურთელის აგენტმა ასევე დააზუსტა, რომ სტივენსი და ანაკონე ჯერჯერობით სეზონების შორის შესვენების პერიოდში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სლოუნ სტივენსმა, რომელმაც 2013 წელს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა, ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალამდე მიაღწია. ამერიკელმა გასული სეზონი კარიერაში მე-12 ადგილზე დაასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაფამ ძმა გაგვაცნო - ტომეუ ნადალი