რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი მაგრად ერთობიან

AutoSharing Option
მხიარულად ატარებენ დროს მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგანი - ესპანელი რაფაელ ნადალი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში ტურნეში იმყოფებიან.

თავდაპირველად, მათ მინი-მატჩი ითამაშეს პერიტო-მორენოს მყინვარზე, რომელიც არგენტინის ერთ-ერთ ეროვნულ პარკში მდებარეობს.

ამის შესახებ ესპანელმა თავის "ტვიტერზე" დაწერა.

"დღეს მე მოვინახულე პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი. ასეთი რამ აქამდე არასოდეს მინახავს. პერიტო-მორენო დაუჯერებლად ლამაზი ადგილია!" - დაწერა ნადალმა.

სამხრეთ ამერიკაში ყოფნისას ნადალმა და ჯოკოვიჩმა ორჯერ ითამაშეს საჩვენებელი შეხვედრა. ჩილეში სერბმა მოიგო ორ სეტში - 7:6(5), 6:4, ბუენოს აირესში კი
ესპანელმა რევანში აიღო - 6:4, 7:5. ამ შეხვედრას ესწრებოდა ჰოლივუდის ვარსკვლავი უილ სმიტი.

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა კონკურენცია ამით არ დასრულებულა. რაფამ და ნოვაკმა "ბოკა ხუნიორსის" სტადიონ "ბომბონერაზე" შეისეირნეს. იქ ისინი დაესწრნენ ადგილობრივი კლუბისა და "ნიუელ ოლდ ბოისის" შეხვედრას, შესვენებაზე კი მათ პუბლიკა გაახალისეს.

ჩოგბურთელები "ბოკას" ფორმაში გამოეწყვნენ. სხვათა შორის, ჯოკოვიჩი ბუენოს აირესის მერს, მაურისიო მაკრის შეხვდა და სწორედ მან აჩუქა ჩოგბურთელს 10-ნომრიანი მაისურა. შესვენებაზე ნოლე და რაფა პენალტების სერიაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს, კარს კი იცავდა "ბოკას" მესამე მეკარე სებასტიან დ’ანჯელო.

ჩოგბურთელებმა რამდენიმე დარტყმა შეასრულეს, მაგრამ მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენა არ მოხერხდა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული