მარია შარაპოვა სოციალური ქსელების დედოფალია

AutoSharing Option
რუს ვარსკვლავს, მარია შარაპოვას არცთუ ისე წარმატებული სეზონი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან მაინც მიიღო 2013 წელს ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციისგან (WTA) პრიზი, კერძოდ, საუკეთესოდ აღიარეს რუსი ჩოგბურთელის გვერდები Facebook-სა და Twitter-ზე. გამოკითხვაში მონაწილეობა 80 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მიიღო. ისინი ხმას WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე აძლევდნენ.

შარაპოვამ Twitter-ზე საკუთარი გვერდი 2013 წლის დასაწყისში გახსნა და ახლა მისი ხელმომწერების რიცხვი 750 ათასს აჭარბებს. რაც შეეხება მსოფლიოს მეოთხე ჩოგანის გვერდს Facebook-ზე, ამ მომენტისთვის ის 11.1-მა მილიონმა ადამიანმა მოიწონა.

გარდა ამისა, გამოკითხულებმა აირჩიეს საყვარელი ჩოგბურთელი. ის
გახდა პოლონელი ვარსკვლავი აგნიეშკა რადვანსკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: მარია შარაპოვამ ავტოგამოფენაზე ახალი "პორშე" წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეისზე მეც ვარ მისი ფანი, კარგ ფოტოებს დებს :)
giorgi2
10:12 27-11-2013
0

სიახლეები პოპულარული