უკვე გაუწყეთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ სამ მეტოქეს სძლია. ნახევარფინალში მეშვიდე ნომერი (თავად მე-2 ნომრად იყო განთესილი) ვანდა ლუკაში (უნგრეთი) დაამარცხა - 7:5, 1:6, 6:4 და გადამწყვეტ პაექრობაში ტურნირის რეიტინგფავორიტ ანასტასია გრიმალსკას (იტალია) დაუპირისპირდა.
აპენინელმა ორივე სეტში აჯობა ჩვენებურს - 6:3, 6:4 და მთავარი პრიზი მოიპოვა, ჩახნაშვილი მეორე ადგილსა და 8 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.
ეს ქულები მას მომდევნო კვირას დაერიცხება. განახლებული რეიტინგით, ქართველ ჩოგბურთელ ქალთა
მიმდინარე კვირას ოთხი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება ახალ ტურნირებში. ინდოეთში იმყოფება ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ნავი მუმბაის 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში მე-8 ნომრადაა განთესილი. სტარტზე იგი კსენია პალკინას (ყირგიზეთი) დაუპირისპირდება.
საგულისხმოა, რომ ერთი კვირის წინათ პუნეს (ინდოეთი) 25.000-იან საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში აჯობა (7:5, 6:2) ჩვენებურმა შუააზიელს. საერთოდ კი, ეს მათი მეოთხე შეხვედრა იქნება 2007 წლიდან. წინა სამში წარმატებას კალაშნიკოვამ მიაღწია.
თბილისელი ჩოგბურთელი ლატვიელ დიანა მარცინკევიცასთან ერთად წყვილებში რეიტინგფავორიტია. პირველ წრეში მათ დიანა ბოგოლის (უკრაინა) და ანა მორგინას (რუსეთი) დუეტი გაუწევს მეტოქეობას.
ანტალიის ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ცდის ძალებს თამარ ჭალაგანიძე. ასპარეზობის სტარტზე იგი მე-4 ნომრად განთესილ ალიონა სოტნიკოვასთან (უკრაინა) გაარკვევს ურთიერთობას. წყვილებში ჭალაგანიძე ელა ლეივოსთან (ფინეთი) იყო შეამხანაგებული. სტარტზე დიანა დუჩიკის (სერბეთი) და ჯული რაზანფინდრავალის (საფრანგეთი) დუეტთან დამარცხდა: 6:3, 3:6, 10:12.
დოჰაში (ყატარი), ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) მესამე ნომერია ნიკოლოზ ბასილაშვილი.
9 დეკემბერს პირველ წრეში მან დომინიკ შულცი (გერმანია) დაამარცხა - 6:3, 6:4. მეორე წრეში ჩვენებური იაკობ ადაკტუსონის (შვედეთი) მძლეველ (6:3, 6:4) ჩუჰან ვანს (ჩინეთი) დაუპირისპირდება, თუმცა აზიელ მეტოქეს პირველი მარცხი 9 დეკემბერს აგემა - წყვილებში ბელორუს იაჰორ იაციკთან შეამხანაგებულმა ვანისა და ლუკას რენარდის (შვედეთი) ტანდემს 6:3, 6:4 აჯობა.
მეოთხედფინალში ბასილაშვილ-იაციკის მეტოქეები ადამ ჩიტაჯი (პოლონეთი) და დომინიკ შულცი (გერმანია) იქნებიან.
თურქეთში, ანტალიის ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდიოდა გიორგი ჯავახიშვილი, რომელმაც გერმანელ ლეო კიმ შოერნერთან პირველი სეტი მშრალად დათმო - 0:6. მეორე ხელს 0:2-ს რომ აგებდა, ტრავმა მიიღო და ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"