ნადეჟდა პეტროვა ავსტრალიას ტოვებს

AutoSharing Option
რუსი ჩოგბურთელი ნადეჟდა პეტროვა პირადი მიზეზებით მონაწილეობას არ მიიღებს ავსტრალიის ღია პირველობაში, - დაიწერა ტურნირის მიკრობლოგში, "ტვიტერის" ვებგვერდზე.

მიზეზი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. რამდენიმე დღის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა ჩოგბურთელის დედა - ნადეჟდა ილინა, რომელიც 1976 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოსპრიზიორი იყო მძლეოსნობაში.

უფრო ადრე იგივე მიზეზით პეტროვამ განაცხადები გამოიტანა ოკლენდისა და ჰობარტის ტურნირებიდან.

31 წლის რუსის ადგილს ძირითად ბადეში ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა დაიკავებს.
ავსტრალიის ღია პირველობა 9 იანვარს აიღებს სტარტს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბორის ბეკერი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული