სერენა და ნადალი პირველები არიან

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ამერიკელი სერენა უილიამსი კარიერაში მესამედ გახდა წლის საუკეთესო სპორტსმენი, სააგენტო AP-ის ვერსიით. წინა წლებში, ჩოგბურთელმა ეს პრიზი 2002 და 2009 წლებში მოიპოვა.

გასულ წელს უმცროსმა უილიამსმა მოიგო როლან გაროსი, აშშ-ის ღია პირველობა და წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი, ჯამში კი WTA-ს 11 ტურნირი მოიგო. სულ 2013 წელს სერენამ 82 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ოთხი წააგო. გარდა ამისა, უილიამსი გახდა WTA-ს კლასიფიკაციის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი.

* * *
მამაკაცთა რეიტინგის პირველი ნომერი, ესპანელი რაფაელ ნადალი 2013 წლის საუკეთესო
სპორტსმენად აღიარეს. რაფამ გაიმარჯვა ამერიკის შეერთებული შტატების სპორტული აკადემიის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში. ხმის მიცემა ტელეარხ NBC Sports-ის ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა.

ნადალმა უკან ჩამოიტოვა მეორე ადგილზე გასული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი და იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი, რომელიც მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა.

აღვნიშნავთ აგრეთვე, რომ ქალებს შორის გამოკითხვაში პირველ ადგილზე გავიდა სამხრეთკორეელი იუ ნა კიმი, რომელიც ფიგურულ სრიალს წარმოადგენს. მან გაუსწრო სერენა უილიამსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული