ანა ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეშია

AutoSharing Option
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა წარმატებით იასპარეზა ავსტრალიის ღია პირველობის მესამე საკვალიფიკაციო წრეში და "დიდი სლემის" წლის პირველი ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

ტატიშვილმა, რომელიც მსოფლიოს 126-ე ჩოგანია, თითქმის სამსაათიან პაექრობაში 19 წლის იაპონელი რისა ოზაკი 6:7 (4:7), 7:5, 6:2 დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა 17-დან 8 ბრეიკ პოინტი გამოიყენა, 1 ეისი მოაწოდა და მხოლოდ 2-2 ორმაგი და უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

ანას მომდევნო მეტოქე პუერტორიკოელი მონიკა პუიგი იქნება, რომელსაც WTA-ს რეიტინგში 57-ე ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ ანა ტატიშვილმა ორჯერ, 2012 და
2013 წლებში იასპარეზა ძირითად ბადეში და ორჯერვე პირველ წრეში დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანა გვიხარია შენი წარმატება,თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია....კიდევ და კიდევ გამარჯვებები ანა!
არტაგი
16:14 12-01-2014
0

სიახლეები პოპულარული