ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე უკვე 50 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა

AutoSharing Option
წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას თბილისელი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე (საპრიზო ფონდი 33.000.000 დოლარი).

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა სტარტი საკვალიფიკაციო ეტაპზე აიღო. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, გასულ უქმეებზე ანამ იაპონელი რისა ოზაკიც ჩამოიშორა გზიდან - 6:7, 7:5, 6:2, რის შემდეგაც იგი ძირითად ბადეშიც აღმოჩნდა და 50 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.

კლასიფიკაციაში 126-ე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი 13 იანვარს ძირითადი ბადის პირველ შეხვედრას WTA-ს რეიტინგში 57-ე საფეხურზე მყოფ მონიკა პუიგისთან (პუერტო რიკო) გამართავს.

* * *

ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაებმება კიდევ ერთი თბილისელი
ჩოგბურთელი - ოქსანა კალაშნიკოვა, ოღონდ - წყვილებში.

უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან შეამხანაგებული ჩვენებური სტარტზე სვეტლანა კუზნეცოვას (რუსეთი) და სამანტა სტოსურის (ავსტრალია) ტანდემს გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული