ტომიჩი დიდი ხანია მიიჩნევა ტურის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ნიჭიერ ახალგაზრდად, მაგრამ ის ვერ ამართლებს გაცემულ ავანსებს. ავსტრალიელმა წლევანდელი სეზონი თითქოს კარგად დაიწყო, გასულ კვირას სიდნეის ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ხუან მარტინ დელ პოტროსთან წააგო. თანაც, ავსტრალიის ღიაზე ტომიჩი ყოველთვის მონდომებული და მოტივირებულია. ამიტომაც ჰქონდა ადგილობრივ პუბლიკას იმედი, რომ ბერნარდი წინააღმდეგობას გაუწევდა ესპანელს. საერთო ჯამში, პირველი
პარტიის მსვლელობისას, ავსტრალიელმა ექიმის დახმარებას მიმართა შემდეგ თამაში გააგრძელა, მაგრამ სეტის დასრულების შემდეგ, ტრავმირებულმა ფეხმა მატჩის გაგრძელების საშუალება არ მისცა და ნადალი თითქმის უბრძოლველად გავიდა მეორე წრეში. იქ რაფა მეტოქე 17 წლის ავსტრალიელი ტანასი კოკინაკისი იქნება, რომელიც ფართო საზოგადოებამ შარშან, დევისის თასზე გაიცნო.
* * *
სამი სეტის თამაში მოუწია ენდი მარეის, თუმცა მასზეც შეიძლება იმის თქმა, რომ უბრძოველად გააღწია შემდეგ ეტაპზე. ბრიტანელი 85 წუთის განმავლობაში დომინირებდა იაპონელ გო სოედასთან მატჩში და მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო მეტოქეს - 6:1, 6:1, 6:3.
"დიდი სლემის" ზედიზედ 57-ე ტურნირზე აიღო სტარტი შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. ახლა, ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მისგან ნებისმიერი დიდი გამარჯება ან სენსაციური მარცხია მოსალოდნელი. ამიტომაც, როჯერის ყველა შეხვედრისადმი დიდი მოლოდინია და ასე იყო გუშინ, მსოფლიოს 133-ე ნომერთან, ავსტრალიელ ჯეიმს დაკუორტთან მატჩის წინ.
მაგრამ, ამჯერად, ფედერერმა არავის მისცა თავის ოსტატობაში ეჭვის შეტანის საბაბი. საათი და 46 წუთის განმავლობაში, დაკუორტს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, როჯერმა კი პირველი ორ სეტში თითოჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, მესამეში ეს ორჯერ გააკეთა და 6:4, 6:4, 6:2 მოიგო, რითაც მეორე წრეში ბლაჟ კავჩიჩზე გავიდა. სხვათა შორის, "დიდ სლემზე" ზედიზედ 57 მონაწილეობა ახალი რეკორდია. როჯერმა ამ მაჩვენებლით სამხრეთაფრიკელ უეინ ფერეირას გაუსწრო.
* * *
რამდენიმე ხუთსეტიანი მატჩი ვიხილეთ და ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა შეხვედრა ფრანგ ჟილ სიმონსა და გერმანელ დანიელ ბრანდს შორის. ჩოგბურთელებმა 4 საათი და 32 წუთი დაჰყვეს კორტზე და ბოლო სეტი სიმონმა 16:14 მოიგო. ბრანდსს ამ მატჩში 111 (!) "ვინერსი" და 81 (!) უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ის ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, შვიდი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ყველა შანსი გაანიავა და მეორე წრის საგზური მეტოქეს დაუთმო.
ასევე ოთხ საათზე მეტი დაჰყვეს კორტზე ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა და იტალიელმა ანდრეას სეპიმ. და აქაც, ადგილობრივ პუბლიკას იმედგაცრუება ელოდა. ვეტერანმა 0:2-დან შემოაბრუნა მატჩის ბედი, ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბოლოს მაინც დანებება მოუწია. საინტერესოა, რომ ჰიუიტმა "დიდი სლემის" ტურნირებზე 41-ჯერ ითამაშა ხუთსეტიანი მატჩი, რითაც გაუთანაბრდა რეკორდსმენ ანდრე აგასის.
* * *
წინა დღისგან განსხვავებით, ამჯერად, ქალთა ბადეში სენსაციები არ მომხდარა. ფავორიტებმა გაიკვლიეს გზა შემდეგი ეტაპისკენ. ორ-ორი სეტში მოიგეს თავიანთი შეხვედრები ვიქტორია აზარენკამ და მარია შარაპოვამ, თუმცა მთელ რიგ მომენტებში ბოლომდე დამაჯერებლად თავს ვერ გრძნობდნენ. პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ კი საერთოდ, ერთი სეტიც წააგო.
I წრე
კაცები
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:4 უარი; ტანასი კოკინაკისი (ავსტრა)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 7:6(4), 0:6, 7:6(3), 6:2; ჯეკ სოკი (აშშ)-ტობიას კამკე (გერ) 7:6(5), 5:7, 6:2, 6:4; გაელ მონფილსი (საფ, 25)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:4, 6:4, 6:4; ანდრეას სეპი (იტა, 24)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 7:6(4), 6:3, 5:7, 5:7, 7:5; დონალდ იანგი (აშშ)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:7(4), 7:6(2), 6:2, 1:0 უარი; დუშან ლაიოვიჩი (სერ)-ლუკას პუი (საფ) 6:4, 7:6(9), 4:6, 6:3; კეი ნიშიკორი (იაპ, 16)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 6:3, 5:7, 6:2, 4:6, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 11)-დანიელ ხიმენო-ტრავერი (ესპ) 7:6(2), 6:1, 4:6, 6:2; ვიქტორ ჰანესკუ (რუმ)-პეტერ გოიოვჩიკი (გერ) 7:6(5), 7:6(5), 6:3; იენ ჰსუნ ლუ (ტაივ)-ჯიმი ვანგი (ტაივ) 6:3, 6:2, 6:1; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 22)-ბრედლი კლანი (აშშ) 6:7(7), 6:4, 6:4, 6:3; ბენუა პერი (საფ, 27)-ფრენკ დანჩევიჩი (კან) 7:6(12), 6:3, 6:4; ნიკ კირგიოსი (ავსტრა)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) 6:3, 6:7(5), 6:2, 7:6(2); რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 6:2, 6:1, 6:1; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 5)-რინ უილიამსი (აშშ) 6:7(1), 6:3, 6:4, 6:4; ენდი მარეი (ბრიტ, 4)-გო სოედა (იაპ) 6:1, 6:1, 6:3; ვენსან მილო (საფ)-უეინ ოდესნიკი (აშშ) 7:5, 4:6, 6:7(4), 6:1, 6:3; მიხაელ ბერერი (გერ)-მიკაელ ლოდრა (საფ) 6:4, 7:5, 6:1; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 26)-სომდევ დევარმანი (ინდ) 6:4, 6:4, 7:6(2); სტეფან რობერი (საფ)-ალიაჟ ბედენე (სლოვენ) 7:6(3), 6:3, 6:0; მიხალ პრსიეჟნი (პოლ)-ორასიო სებალიოსი (არგ) 6:3, 7:6(4), 7:5; ბლაჟ როლა (სლოვენ)-ფედერიკო დელბონისი (არგ) 6:4, 6:2, 7:5; მარტინ კლიჟანი (სლოვაკ)-ჯონ ისნერი (აშშ, 13) 6:2, 7:6(6); ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 10)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 7:5, 6:3, 6:3; ტომას ბელუჩი (ბრა)-ჯულიან რაისტერი (გერ) 4:6, 6:3, 7:6(5) უარი; მარინ ჩილიჩი (ხორ)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 4:6, 4:6, 6:3, 6:3, 6:2; ჟილ სიმონი (საფ, 18)-დანიელ ბრანდსი (გერ) 6:7(4), 6:4, 3:6, 6:3, 16:14; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 31)-ჟე ჟანგი (ჩინ) 5:7, 6:3, 6:2, 6:3; თეიმურაზ გაბაშვილი (რუს)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:7(3), 6:4, 6:2, 6:0; ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:7(3), 4:6, 6:1, 2:0 უარი; როჯერ ფედერერი (შვეიც, 6)-ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა) 6:4, 6:4, 6:2.
ქალები
ელენა იანკოვიჩი (სერ, 8)-მიკასი დოი (იაპ) 6:1, 6:2; აიუმი მორიტა (იაპ)-ნადია კიჩენოკი (უკრ) 6:2, 7:6(5); კურუმი ნარა (იაპ)-შუაი პენგი (ჩინ) 7:5, 4:6, 6:3; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ, 32)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 6:2, 6:3; მარინა ერაკოვიჩი (ზელ)-სორანა კირსტეა (რუმ, 21) 6:4, 7:6(6); ზარინა დიასი (ყაზ)-კატერინა სინიაკოვა (ჩეხ) 6:2, 6:4; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ)-ლესია ცურენკო (უკრ) 2:6, 6:3, 6:4; სიმონა ჰალეპი (რუმ, 11)-კატარჟინა პიტერი (პოლ) 6:0, 6:1; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 16)-ვანია კინგი (აშშ) 6:3, 6:2; გალინა ვოსკობოევა (ყაზ)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ) 7:5, 4:6, 7:5; სტეფანი ფოგელი (შვეიც)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 7:5, 7:5; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 20)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 6:3, 6:4; ალიზ კორნე (საფ, 25)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 1:0 უარი; კამილა ჯორჯი (იტა)-სტორმ სანდერსი (ავსტრა) 4:6, 6:1, 6:4; კარინ კნაპი (იტა)-პაულა ორმაეჩეა (არგ) 6:4, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 3)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:3, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-იულია პუტინცევა (ყაზ) 6:0, 5:7, 6:2; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-ინ-ინ დუანი (ჩინ) 6:0, 7:6(6); მენდი მინელა (ლუქ)-კარინა ვიტჰოფტი (გერ) 6:1, 6:4; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 29)-ტელიანა პერეირა (ბრა) 7:6(7), 6:4; გარბინ მუგურუსა (ესპ)-კაია კანეპი (ესტ, 24) 6:2, 2:6, 6:2; ანა შმიედლოვა (სლოვაკ)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 4:6, 6:4, 7:5; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-იუნ-სან ჩანი (ტაივ) 7:5, 6:4; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:0, 6:2; სლოუნ სტივენსი (აშშ, 13)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 7:6(1), 6:3; აილა ტომლიანოვიჩი (ხორ)-ტადეია მაიერიჩი (სლოვენ) 3:6, 7:6(1), 6:4; ოლივია როგოვსკა (ავსტრა)-მარიანა დუკე-მარინო (კოლ) 6:3, 6:3; ელინა სვიტოლინა (უკრ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 19) 6:3, 6:3; ბოიანა იოვანოვსკი (სერ, 33)-იანა ჩეპელოვა (სლოვაკ) 6:7(1), 6:1, 6:3; ივონ მოისბურგერი (ავსტრია)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 7:6(3), 6:4; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ)-სუ-ვეი ჰსიე (ტაივ) 6:1, 4:6, 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-იოანა ლარსონი (შვედ) 7:6(2), 6:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ავსტრალიის ღია პირველობა: პირველი სლემის პირველი დღე