ნამ სასტარტო სეტი ტაი-ბრეიკით მოიგო, შემდეგ კი პრობლემები აღარ შექმნია. შეხვედრამ საათსა და 37 წუთს გასტანა.
"ვულოცავ ციბულკოვას ტურნირის კარგად ჩატარებას და მას მომავალში წარმატებებს ვუსურვებ, - თქვა ჩინელმა ჩოგბურთელმა დაჯილდოვების ცერემონიალზე. - მადლობელი ვარ ჩემი აგენტის, რომელიც მამდიდრებს. მადლობელი ვარ ჩემი ფიზიოთერაპევტის, რომელიც მეხმარება ტრავმების თავიდან არიდებაში. მივულოცავ ჩემს მეუღლეს, რომელიც ჩემი წარმატებების წყალობით ჩინეთში პოპულარულია.
ამრიგად, ლიმ კარიერაში მეორე "დიდი სლემი" მოიგო. ავსტრალიაში გამარჯვება მას საპრიზო თანხად 2 მლნ 308 ათას დოლარსა და რეიტინგში 2000 ქულას მოუტანს.