ლი ნამ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

AutoSharing Option
ჩინელმა ჩოგბურთელმა ლი ნამ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას ანგარიშით 7:6, 6:0 სძლია და სეზონში პირველი "დიდი სლემიის" ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ნამ სასტარტო სეტი ტაი-ბრეიკით მოიგო, შემდეგ კი პრობლემები აღარ შექმნია. შეხვედრამ საათსა და 37 წუთს გასტანა.

"ვულოცავ ციბულკოვას ტურნირის კარგად ჩატარებას და მას მომავალში წარმატებებს ვუსურვებ, - თქვა ჩინელმა ჩოგბურთელმა დაჯილდოვების ცერემონიალზე. - მადლობელი ვარ ჩემი აგენტის, რომელიც მამდიდრებს. მადლობელი ვარ ჩემი ფიზიოთერაპევტის, რომელიც მეხმარება ტრავმების თავიდან არიდებაში. მივულოცავ ჩემს მეუღლეს, რომელიც ჩემი წარმატებების წყალობით ჩინეთში პოპულარულია.
მას უამრავი ვალდებული აქვს - სპარინგ-პარტნიორიცაა, სტრინგერიც და საერთოდ, ბრწყინვალე ადამიანი".

ამრიგად, ლიმ კარიერაში მეორე "დიდი სლემი" მოიგო. ავსტრალიაში გამარჯვება მას საპრიზო თანხად 2 მლნ 308 ათას დოლარსა და რეიტინგში 2000 ქულას მოუტანს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაუკლიათ,20 000 ქულა ეწერა თავიდან :)
papa
08:43 26-01-2014
0
რატომ უნდა დააკლოს ნეტავი ერტი ნოლი?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული