ეს შვეიცარიელი ჩოგბურთელის პირველი "დიდი სლემის" ტიტულია, ორშაბათს ახალ რეიტინგში ვავრინკა მსოფლიოს მე-3 ჩოგანი გახდება.
"გასულ წელს გიჟური მატჩი მქონდა ნოვაკ ჯოკოვიჩთან, წაგების მერე კი ვტიროდი. ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, თუმცა აქ გამარჯვებაზე ოცნება არ შემიწყვეტია", - განაცხადა ვავრინკამ.