უამისოდაც ანამ კლასიფიკაციაში 534 ქულით 126-დან 118-ე საფეხურზე გადაინაცვლა. განახლებულ რეიტინგში დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 213 (214). სოფიო შაფათავა (288 ქულა), 313 (317). ოქსანა კალაშნიკოვა (150), 418 (418). ეკატერინე გორგოძე (97), 454 (453). მარგალიტა ჩახნაშვილი-რაინცინგერი (81), 832 (743). სოფიო ქვაცაბაია (20). 1184 (1204). მარიამ ბოლქვაძე (5), 1232 (1234). თამარ ჭალაგანიძე (3).
წყვილები. 53 (57). ოქსანა კალაშნიკოვა (1632), 83 (84). ანა
ვაჟთა რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილს 85 ქულით 443-ე საფეხური უკავია. გერმანიის ქალაქ კაარტსში, 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებისთვის მოპოვებული ქულებით მომდევნო კვირას საგრძნობლად დაწინაურდება. ATP-ის რეიტინგში, ბასილაშვილის გარდა, არიან: 1090 (1091). ალექსანდრე მეტრეველი (8), 1433 (1432). გიორგი ჯავახიშვილი (3), 1640 (1635). გიორგი ცივაძე (2), 2092 (2090). მიხეილ ხმიადაშვილი (1).
რაც შეეხება ტურნირებს, ანა ტატიშვილი მხოლოდ 10 თებერვლიდან ჩაებმება შეჯიბრებაში - ამერიკის ქალაქ მიდლენდის 100.000-იან ტურნირში. ოქსანა კალაშნიკოვა პარიზშია და 710.000-იან ტურნირში წყვილთა შორის კანადელ გაბრიელა დაბროვსკისთან შეამხანაგებულმა 27 იანვარს პირველივე შეხვედრა დათმო ვერა დუშევინას (რუსეთი) და არანჩა პარა სანტონიას (ესპანეთი) დუეტთან - 6:3, 3:6, 5:10.
ანტალიის 10.000-იან შეჯიბრებაში ჩაებმებიან ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიაშია და ნუსლოხის 15.000-იან ტურნირში მოსინჯავს ძალებს - პირველ წრეში მასპინძელ პეტერ ტორებკოს შეხვდება, წყვილებში კი ამჯერად არ იასპარეზებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"