ნოვაკ ჯოკოვიჩი რაფაელ ნადალზე მდიდარია

AutoSharing Option
2014 წლის სეზონი სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა არა მხოლოდ პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა, არამედ ყველაზე მეტი ჰონორარი დაიმსახურა - 14 269 462 დოლარი.

ამით ჯოკოვიჩმა კარიერაში გამომუშავებული თანხის ოდენობა 72 403 908 დოლარამდე აიყვანა, - იტყობინება ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი.

ამ მაჩვენებლით სერბმა ჩოგბურთელმა გაუსწრო ესპანელ რაფაელ ნადალს. ამ უკანასკნელმა 2014 წელს 6 746 473 დოლარი გამოიმუშავა, მთლიანად კარიერაში კი მისი მონაგარი 71 379 236 დოლარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გეკუთნის ძმაო მაგარი კაცია
Nole
03:53 21-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული