უკვე ვწერდით, რომ შეჯიბრების პირველ-მეორე ნომრებად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ სასტარტო შეხვედრები მოიგეს.
20 ნოემბერს მათ ზედიზედ მეორე შეხვედრაში მიაღწიეს წარმატებას. რეიტინგფავორიტმა გორგოძემ სამ სეტში დაამარცხა კვალიფიკაციიდან აღზევებული რუსი ქსენია გაიდარჟი - 1:6, 6:3, 6:1 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჩეხი ანა სლოვაკოვას მძლეველ (6:3, 6:2) ნინა ალიბალიჩს (ხორვატია) დაუპირისპირდება. ქვაცაბაიამ ანა მარია ჰეილს (ავსტრია) აჯობა - 1:6, 6:2, 6:2 და მეოთხედფინალში კრისტინა შმედლოვას (სლოვაკეთი) გაუწევს
პოლონეთის 25.000-იან ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა სოფიო შაფათავამ. წყვილებში ოლგა დოროშინასთან (რუსეთი) შეამხანაგებულმა ჩვენებურმა სასტარტო შეხვედრა კი მოიგო, მაგრამ მეოთხედფინალური პაექრობა უბრძოლველად დათმო გაბრიელა ჩმედინოვას და კაროლინა მუჩოვას (ორივე - ჩეხეთი) დუეტთან, რადგან მისმა მეწყვილე დოროშინამ მუჩოვასთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო და კორტზე გასვლა ვერ შეძლო.
იტალიურ ანდრიაში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 35.000 ევრო) ერთეულებში წარმატებით თამაშობს ნიკოლოზ ბასილაშვილი - მეორე წრეში მან ულაძიმირ იგნატიუკს (ბელორუსი) აჯობა - 4:6, 7:6, 6:4. მეოთხედფინალში მისი მეტოქე პიეტრო ლიკიარდისა (იტალია) და ჯიმი ვანის (ტაივანი) ორთაბრძოლაში გამოვლინდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"