ნადალი სრული ძალით ვარჯიშობს

AutoSharing Option
მსოფლიოს მესამე ჩოგანი რაფაელ ნადალი, რომელმაც ახალი სეზონისთვის მზადება პირველ დეკემბერს დაიწყო, სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა ესპანელის მწვრთნელმა ტონი ნადალმა.

"ვარჯიშების ნორმალურ რეჟიმზე გადავედით. პირველ დღეებში ექიმები სიფრთხილეს გვირჩევდნენ. ამჟამად, მთელი ყურადღება პირველი მოწოდების დახვეწაზე გვაქვს გადატანილი", - ამბობს გაზეთ "მარკასთან" კომენტარში უფროსი ნადალი.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში 28 წლის ნადალმა აპენდიციტის ოპერაცია გადაიტანა. რაფა სეზონის დაწყებას დოჰას ტურნირზე გეგმავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული