"ამ ზაფხულს მე და დენისი პირველ ბავშვს ველოდებით. ძალიან ბედნიერი ვარ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, როცა ბავშვი დაიბადება, მას უკვე 15 ათასი მეგობარი ეყოლება", - დაწერა საკუთარ "ფეისბუქზე" ლიმ.
32 წლის ჩინელმა კარიერა გასული წლის შემოდგომაზე დაასრულა. მას პროფესიულ ტურში მოგებული აქვს ცხრა ტიტული, მათ შორის, "როლან გაროსი" (2011) და ავსტრალიის ღია პირველობა (2014).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"