ავსტრალიის ღია პირველობა: რატომ წააგო ნადალმა?

AutoSharing Option
მსოფლიოს მე-3 ჩოგანის, რაფაელ ნადალის ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმა შეაფასა ავსტრალიის ღია პირველობაზე თავისი შეგირდის გამოსვლა. როგორც იცით, ესპანელმა მელბურნში მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ სამ სეტში წააგო ჩეხ ტომაშ ბერდიხთან.

"არ ვიცი, რა ვთქვა. როცა მელბურნში ჩამოვედით, რაფა არ იყო საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ბერდიხთან მან ძალიან ცუდად ითამაშა, განსაკუთრებით, პირველ ორ სეტში. მესამე სეტში რაფამ მოუმატა, მაგრამ ბერდიხი მაინც ოდნავ ძლიერი იყო. რაფაელი არ ყოფილა ტრავმირებული და არც რაიმე ავადმყოფობა აწუხებდა. უბრალოდ, მან საშინელი მატჩი ჩაატ
არა და არასტაბილურად მოქმედებდა.

არ ვნერვიულობ. წაგება - ნორმალურია, განსაკუთრებით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ფედერერმაც წააგო, მაგრამ ის ფენომენალური მოთამაშეა. შეუძლებელია მუდმივად მოგება", - განაცხადა ტონი ნადალმა ესპანურ პრესაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული